გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1043
სათაური: კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპის თანამედროვე გამოწვევები
ავტორები: ალავერდაშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: კვერენჩხილაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ევროკავშირის სამართლის უზენაესობის პრინციპის მასშტაბი
კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი საკონსტიტუციო სამართალში
კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი ქართულ კონსტიტუციონალიზმში
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი სამართლის აქსიომაა.
პირველი დაწერილი კონსტიტუციის შექმნიდან დღემდე კონსტიტუციის
ტექსტები სწორედ უზენაესობის იდეით იყვნენ გაჯერებული.
დღესდღეობით, აღნიშნული პრინციპის მიმართ განსხვავებული აზრები,
უფრო მეტიც ტენდენციაც კი შეინიშნება ევროპის კონტინენტზე.
წინამდებარე ნაშრომის მიზანს წარმოადგენს კონსტიტუციის უზენაესობის
პრინციპის არსის და უზენაესობის განმაპირობებელი ფაქტორების
გამოკვლევა, ასევე ევროპაში მიმდინარე კონსტიტუციონალიზმის მე-5
ტალღის კონსტიტუციების შესწავლა ზოგიერთი კონსტიტუციონალისტისა
და საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციების ანალიზზე დაყრდნობით.
ნაშრომი შედგება 5 თავისგან, რომელთაგან პირველი და ბოლო, მე-5 თავი
შესაბამისად შესავალს და დასკვნას ეძღვნება. დანარჩენი თავების დეტალურ
აღწერას ქვემოთ წარმოგიდგენთ.
კონსტიტუციის უზენაესობის იდეას 1970-იანი წლებიდან ევროპაში
დაუპირისპირდა ევროკავშირის სამართლის უზენაესობის პრინციპი.
აღნიშნულ პრინციპს ნორმატიული საფუძველი არ გააჩნია, იგი
სამოსამართლო სამართლის პროდუქტს წარმოადგენს. ევროკავშირის
სამართალი და მით უფრო, მისი ცალკეული სამართლებრივი ასპექტები
ქართულ დოქტრინაში თითქმის არ არის შესწავლილი. არსებობს რამდენიმე
სტატია
თუ სახელმძღვანელო,
რომლებიც სხვადასხვა დოზით ეხება
ევროკავშირს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას, და მხოლოდ
ნაწილობრივ არის საუბარი ევროკავშირის სამართლის უზენაესობის
პრინციპზე. ნაშრომის მეორე თავს სწორედ ევროკავშირის სამართლის
უზენაესობის ბუნების შესწავლას დავუთმობთ. განვიხილავთ იმ წამყვან
საქმეებს, რომლებიც აღნიშნული პრინციპის მასშტაბს ადგენს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1043
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro alaverdashvili.pdfკონსტიტუციის უზენაესობის პრინციპის თანამედროვე გამოწვევები922.77 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

272
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,409
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.