გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1042
სათაური: კონსტიტუციონალიზაციის პროცესი პოსტნაციონალურ საზოგადოებაში : მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონსტიტუცია გლობალურ კაპიტალსა და ლოკალურ პროტესტს შორის
ავტორები: ხუჯაძე, ჟირონ 
ხელმძღვანელი: ბრეგვაძე, ლაშა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კონსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს გარეშე
საზოგადოებრივი კონსტიტუციონალიზმი
ზესახელმწიფოებრივი კონსტიტუციების აღმოცენება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
გლობალიზაციის პირობებში სამართლის სოციალური ევოლუცია მიმდინარეობს
როგორც სამართლის შინაგანი ლოგიკის, ისე სხვა სოციალურ ქვესისტემათა გარეგანი
ინტერაქციების შედეგად, რაც განაპირობებს სამართლის, როგორც საზოგადოების
შემადგენელი ერთ-ერთი ქვესისტემის, მახასიათებლების სახეცვლილებას, მათ
სხვაობას ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტებთან მიმართებით. თავის მხრივ,
ცვლილებები დოგმატური სტრუქტურისა თუ მასთან დაკავშირებული ემპირიული
რეალობისა, განაპირობებს სამართალზე დასაკვირვებელი მექანიზმების
მრავალგვარობას. შესაბამისად, საზოგადოებრივი განვითარების კვალდაკვალ,
განსაკუთრებით გლობალიზაციის, პრივატიზაციისა და დიგიტალიზაციის პროცესებთან
თანხვედრაში, სამართლის შინაგანი თუ გარეგანი აღწერილობა, სამართლის
მოქმედების საზოგადოებრივ საფუძვლებსა თუ ნორმატიულ-სტრუქტურულ
მახასიათებლებზე დაკვირვება, უნდა წარიმართოს ძირითადი რეალური ფაქტორების
გაანალიზებით, რაც წინაპირობაა იმისა, რომ თავისი საზოგადოებრივი
წარმომავლობის, შინაგანი კულტურისა და თვითდამფუძნებელი ხასიათის
გათვალისწინებით, სამართალი თანდათან, გლობალიზაციის ტენდენციურობისა და
მკვეთრი ზრდის პირობებში, შორდება სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა
გაერთიანებებათა მიერ განპირობებული რეჟიმის ცნებას.
სამართლის საზოგადოებრივი წარმომავლობა და მისით დეტერმინირებულობა
ნათლად აღქმადია როგორც გლობალური წესრიგის, ისე ლოკალური, ისტორიული
პროცესების ანალიზის საფუძველზე; როგორც ჩვეულებითი, ისე ტრანსნაციონალური
სამართლებრივი ნორმების არსებობა და ქმედითი ფუნქციონირება დასტურია იმისა,
რომ სახელმწიფო სუვერენის ნება და ხედვა სამართლის დაფუძნებასა თუ იმასთან
დაკავშირებით, რას წარმოადგენს მართლწესრიგი ზოგადად, არ არის ერთადერთი.
მეტიც, იმ პირობებში, როდესაც ისტორიულად "სახელმწიფოს საქმედ" მიჩნეული
ფუნქციების დელეგირება მიმდინარეობს კერძო აქტორებზე, როდესაც ეკონომიკური
და პოლიტიკური ცენტრები ლოკალური ადგილებიდან გლობალური
მასშტაბებისაკენ ინაცვლებს, როდესაც ტრანსნაციონალური კერძო ორგანიზაციების
ხელში ერთიანდება როგორც კაპიტალი, ისე ძალაუფლებისა თუ ავტორიტეტულობის
მექანიზმები, სამართალი წარმოგვიდგება, როგორც ორგანიზაციულ-სტრუქტურულ
სისტემათა მიერ კერძო სექტორებში წარმოქმნილი განმეორებადი პროცესების
სპონტანური გააზრების საფუძველზე აღმოცენებულ ნორმათა ერთობლიობა,
რომლებიც თავდაპირველად ან იქამდე, სანამ სახელმწიფო თუ სახელმწიფოთა
გაერთიანება საჯარო-მმართველობით დონეზე მოახდენს მათ ინკორპორირებას,
უშუალოდ მოქმედების ძალითაა აღჭურვილი "მინი-საზოგადოებების", როგორებიცაა
მეცნიერება, ტექნოლოგია, სპორტი, ვაჭრობა და ა.შ., დონეზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1042
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro khujadze.pdfკონსტიტუციონალიზაციის პროცესი პოსტნაციონალურ საზოგადოებაში : მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონსტიტუცია გლობალურ კაპიტალსა და ლოკალურ პროტესტს შორის975.22 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

137
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,542
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.