გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1035
სათაური: ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ფორს მაჟორის აღრევა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში
ავტორები: ბარქაია, ია 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ვალდებულების ცნება
ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა
ფორს მაჟორი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომის მიზანია მოახდინოს ვალდებულების შესრულების
შეუძლებლობისა და ფორს-მაჟორის აღრევის გამიჯვნა. ჩემი დაინტერესება ამ
თემით, გამოწვეულია იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომლებიც
გამოვლინდა საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში, ზემოაღნიშნული ორი
ინსტიტუტის თაობაზე, სამოქალაქო საქმეთა განხილვისას. როგორც ცალკეული
სასამართლო გადაწყვეტილებები, ასევე, მოცემულ საკითხებთან
დაკავშირებული არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა გამოკვეთს იმ
სირთულეებს რაც ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ფორს
მაჟორის გამიჯვნისას იჩენს თავს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვეცდები
ქართული, გერმანული და ფრანგული სამოქალაქო სამართლის ნორმებისა და
სასამართლო პრაქტიკის გაანალიზების მეშვეობით, მკითხველისთვის ნათელი
გახდეს ის განსხვავებები, რაც მოცემულ საკითხებზე დავების გადაწყვეტისას
გვხვდება.
აღნიშნული საკითხის განხილვისას ყურადსაღებია ის გარემოება, რომ
ქართული სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად
დამუშავებულ საკითხს წარმოადგენს ვალდებულების შესრულების
შეუძლებლობა, პრობლემა შესაძლოა მდგომარეობდეს საკითხის არასწორად
აღქმაში. აღნიშნული ხარვეზის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემქმნელ კომისიას, შესაბამისი დანაწესი
გამორჩა ან, დაუდგენელი მიზეზების გამო, გამოტოვა ვალდებულებით
სამართალში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსში
შეუძლებლობის მომწესრიგებელი ნორმის დანაწესის გარშემო იყო
კონსტრუირებული მთლიანი ვალდებულების დარღვევის სამართალი და 2002
წლის ვალდებულებითი სამართლის რეფორმის შემდეგაც, დარჩა
ვალდებულების დარღვევის სამართლის მნიშვნელოვან დანაწესად.
ვალდებულების დარღვევის სამართლის მთლიანი სისტემის თავდაყირა
დაყენების საფრთხეს ქმნის მოცემული სამართლებრივი ფიგურის ვერ ან
არასწორად გაგება, რის მაგალითსაც წარმოადგენს ის გარემოება, რომ
საქართველოში გაუგებარია, თავდაპირველ ვალდებულებაზე შესრულების
შეუძლებლობის ასახვა, გარდა ამისა, მოცემული საკითხისადმი მიძღვნილ
თეორიულ ნაშრომებში ხშირია შესრულების შეუძლებლობისა და ფორს
მაჟორის გვერდიგვერდ ხსენების ან საერთოდ გაიგივების მაგალითები, რაც
სრულებით გაუმართლებელია. სასამართლო პრაქტიკა ავითარებს საკმაოდ
გაუმართავ მსჯელობას, იმის წარმოდგენის გარეშე, თუ რას იწვევს
შეუძლებლობა, მაგრამ აღნიშნულ პრობლემაში უფრო მეტად არის დამნაშავე
სამართლის მეცნიერება, რომელმაც ორი ათწლეულის განმავლობაში ვერ
მოახერხა შესრულების შეუძლებლობის სამართლებრივი ფიგურის კონტურების
გამოკვეთა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1035
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro barkaia.PDFვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ფორს მაჟორის აღრევა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში536.68 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

299
checked on Aug 25, 2024

გადმოწერა

1,584
checked on Aug 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.