Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ფორს მაჟორის აღრევა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში
 
  • Details
Options

ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ფორს მაჟორის აღრევა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში

Date Issued
2019
Author(s)
ბარქაია, ია  
Advisor(s)
რუსიაშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1035
Abstract
წინამდებარე ნაშრომის მიზანია მოახდინოს ვალდებულების შესრულების
შეუძლებლობისა და ფორს-მაჟორის აღრევის გამიჯვნა. ჩემი დაინტერესება ამ
თემით, გამოწვეულია იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომლებიც
გამოვლინდა საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში, ზემოაღნიშნული ორი
ინსტიტუტის თაობაზე, სამოქალაქო საქმეთა განხილვისას. როგორც ცალკეული
სასამართლო გადაწყვეტილებები, ასევე, მოცემულ საკითხებთან
დაკავშირებული არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა გამოკვეთს იმ
სირთულეებს რაც ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ფორს
მაჟორის გამიჯვნისას იჩენს თავს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვეცდები
ქართული, გერმანული და ფრანგული სამოქალაქო სამართლის ნორმებისა და
სასამართლო პრაქტიკის გაანალიზების მეშვეობით, მკითხველისთვის ნათელი
გახდეს ის განსხვავებები, რაც მოცემულ საკითხებზე დავების გადაწყვეტისას
გვხვდება.
აღნიშნული საკითხის განხილვისას ყურადსაღებია ის გარემოება, რომ
ქართული სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად
დამუშავებულ საკითხს წარმოადგენს ვალდებულების შესრულების
შეუძლებლობა, პრობლემა შესაძლოა მდგომარეობდეს საკითხის არასწორად
აღქმაში. აღნიშნული ხარვეზის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემქმნელ კომისიას, შესაბამისი დანაწესი
გამორჩა ან, დაუდგენელი მიზეზების გამო, გამოტოვა ვალდებულებით
სამართალში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსში
შეუძლებლობის მომწესრიგებელი ნორმის დანაწესის გარშემო იყო
კონსტრუირებული მთლიანი ვალდებულების დარღვევის სამართალი და 2002
წლის ვალდებულებითი სამართლის რეფორმის შემდეგაც, დარჩა
ვალდებულების დარღვევის სამართლის მნიშვნელოვან დანაწესად.
ვალდებულების დარღვევის სამართლის მთლიანი სისტემის თავდაყირა
დაყენების საფრთხეს ქმნის მოცემული სამართლებრივი ფიგურის ვერ ან
არასწორად გაგება, რის მაგალითსაც წარმოადგენს ის გარემოება, რომ
საქართველოში გაუგებარია, თავდაპირველ ვალდებულებაზე შესრულების
შეუძლებლობის ასახვა, გარდა ამისა, მოცემული საკითხისადმი მიძღვნილ
თეორიულ ნაშრომებში ხშირია შესრულების შეუძლებლობისა და ფორს
მაჟორის გვერდიგვერდ ხსენების ან საერთოდ გაიგივების მაგალითები, რაც
სრულებით გაუმართლებელია. სასამართლო პრაქტიკა ავითარებს საკმაოდ
გაუმართავ მსჯელობას, იმის წარმოდგენის გარეშე, თუ რას იწვევს
შეუძლებლობა, მაგრამ აღნიშნულ პრობლემაში უფრო მეტად არის დამნაშავე
სამართლის მეცნიერება, რომელმაც ორი ათწლეულის განმავლობაში ვერ
მოახერხა შესრულების შეუძლებლობის სამართლებრივი ფიგურის კონტურების
გამოკვეთა.
Subjects

ვალდებულების ცნება

ვალდებულების შესრულებ...

ფორს მაჟორი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro barkaia.PDF

Description
ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ფორს მაჟორის აღრევა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში
Size

536.68 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):57a87518c658b1a1d63012c38d1df0b2

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact