გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1025
სათაური: სხვის ქონებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება
ავტორები: ლომსაძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საკუთრების ცნება
მფლობელობა
ქონება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომის მიზნად ისახავს სხვის ქონებაზე გაწეული დანახარჯების
ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვას. აღნიშნული
საკითხით ჩემი დაინტერესება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ პრაქტიკაში მისი
გაანალიზებისათვის უამრავი ერთმანეთისაგან განსხვავებული თემის შეფასებაა
საჭირო მაგ: აღნიშნული სახეზე ვერ გვექნება თუ პირს ჰქონდა კონკრეტული
ნივთის ფლობის უფლება და შესაბამისად არც ,,სხვისი ქონება“ გვექნება სახეზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ სხვის ქონებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება
სამოქალაქო სამართალში შესაძლოა ბევრ სხვადასხვა საკითხს მოიცავდეს,
თუმცა აღნიშნულ ნაშრომში უპირატესად განხილული იქნება საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 987-ე,
163-ე
და 164
მუხლები, უსაფუძვლო
გამდიდრების გარშემო არსებული საკითხები და ასევე დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულება და აღნიშნულ თემებთან სასამართლოს მიერ
დამკვიდრებული პრაქტიკა.
გარდა ამისა, როგორც უკვე ვიცით მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა
სამართლებრივი სისტემები, ყოველ პოლიტიკურ საზოგადოებას თავისი
სამართალი აქვს, არცთუ ისე იშვიათია როდესაც ერთი ქვეყნის შიგნით
სხვადასხვა სამართალი მოქმედებს,
შესაბამისად მნიშვნელოვანია ისიც თუ
როგორი მიდგომებია დამკვიდრებული აღნიშნული სისტემების ქვეყნებში
უსაფუძვლო გამდიდრებისადმი, მაგალითად: გერმანული სამართალში დროთა
განმავლობაში ჩამოყალიბდა გარკვეული ფორმულა, რომელიც მათი აზრით
იძლევა იმის საშუალებას, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ცნება შეფასდეს ესაა:
ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლა ,,სამართლებრივი საფუძვლის
გარეშე“ (sine causa), ანგლო-ამერიკულმა სამართალმა კი განსხვავებული და
საპირისპირო გზა გაიარა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1025
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro lomsadze.pdfსხვის ქონებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება784.56 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

122
checked on Apr 29, 2024

გადმოწერა

2,647
checked on Apr 29, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.