გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1011
სათაური: თვითქმნადი წინასწარმეტყველების გავლენა მოლაპარაკების პროცესზე
ავტორები: ცოტაძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: ჯორბენაძე, რევაზ 
ხარისხის სახელი: Master of Arts in Conflictology
კონფლიქტოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: კონფლიქტების ანალიზი და მართვა. Conflict Analysis and Management
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: თვითქმნადი წინასწარმეტყველება
თვითქმნადი წინასწარმეტყველების გავლენა მოლაპარაკებაზე
გედნერული სტერეოტიპები მოლაპარაკებაში
გამოცემის თარიღი: 2017
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Prior thesis has demonstrated the impact of Self-fulfilling prophecy on negotiation process.
The main purpose of this study is to answer the question, what role does self-fulfilling prophecy _ surmise on some future behavior or event that causes the change in current relationships as it was expected _ plays in the process of face to face interaction, in particular, in the process of negotiation. Accordingly, the author of above cited research examines the impact of behavior, the perceiver’s belief and social stereotypes, as the influence of whole system on the process of negotiation.
This paper discusses the different theoretical approaches on negotiation and self-fulfilling prophecy and it outlines some factors like a gender, nationality and social stereotypes, which have substantial effects on self-fulfilling prophecy as well as on negotiation.
The second part of the thesis provides an analysis of empirical research, which discusses the influence of the component parts of self-fulfilling prophecy: belief, behavior and stereotypes on the perceiver and the target in negotiation process. It also analyzes the process of manipulation on the perception of participants through the above-mantioned factors.

წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში განხილულია თვითქმნადი წინასწარმეტყველების გავლენა მოლაპარაკების პროცესზე. კვლევის მიზანია, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რა როლს ასრულებს თვითქმნადი წინასწარმეტყველება (ზოგიერთი მომავალი ქცევის ან მოვლენის შესახებ ვარაუდი, რომელიც მიმდინარე ურთიერთობებს მოლოდინის შესაბამისად ცვლის) პირისპირ ინტერაქციის პროცესში, კერძოდ, მოლაპარაკების დროს. შესაბამისად, კვლევა შეეხება ქცევის, აღმქმელის რწმენისა და სტერეოტიპების ერთიანი სისტემის გავლენას მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობაზე.
ნაშრომში საუბარია სხვადასხვა თეორიულ მიდგომაზე, როგორც მოლაპარაკების, ისე თვითქმნადი წინასწარმეტყველების შესახებ და გამოკვეთილია ფაქტორები (სქესი, ეროვნული კუთვნილება, სოციალური სტერეოტიპები), რომელიც არსებით გავლენას ახდენს როგორც ერთ, ისე მეორე ფენომენზე.
მეორე ნაწილში მოცემულია ემპირიული კვლევის შედეგების ანალიზი, სადაც განხილულია აღმქმელისა და სამიზნის რწმენის, ქცევისა და სტერეოტიპების, როგორც თვითქმნადი წინასწარმეტყველების შემადგენელი ნაწილების გავლენა მოლაპარაკების პროცესზე. ასევე გაანალიზებულია კვლევაში მონაწილე პირების აღქმაზე მანიპულირების პროცესი ზემოთ აღნიშნული ფაქტორების მეშვეობით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1011
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis.Tsotadze KONFLIQTEBI.pdfთვითქმნადი წინასწარმეტყველების გავლენა მოლაპარაკების პროცესზე979.78 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

74
checked on May 17, 2024

გადმოწერა

431
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.