გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1006
სათაური: დეკრეტული შვებულების საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისობა ევროდირექტივასთან და სამართლებრივი დაახლოების პერსპექტივა
ავტორები: გოგოლაძე, ხატია 
ხელმძღვანელი: ჩიტაშვილი, ნათია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველო და ევროკავშირი
დეკრეტული შვებულება
საკანონმდებლო მოწესრიგება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების შეთანხმება,
რომელიც "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთნხმების
შემდგომი
სამართლებრივი დოკუმეტია და საქართველოს აძლევს რეალურ პერსპექტივას
დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. ასოცირების შეთანხმების
მიზანია ხელი შეუწყოს მხარეებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ
ინტეგრაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო
კავშირებზე.
ევროკავშირის შრომისა და სოციალური სტანდარტების ფუნდამენტური პრინციპები და
დებულებები მოცემულია არა მხოლოდ ევროკავშირის ხელშეკრულებებში (პირველად
კანონმდებლობაში), არამედ დირექტივებში (მეორად კანონმდებლობაში), რომლებსაც
აქვს სავალდებულო და მბოჭავი ხასიათი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ზუსტად
ევროკავშირის მეორად კანონმდებლობის წყაროების ჩამონათვალი გაიწერა ასოცირების
შეთანხმებაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოსთვის სახელმძღვანელო
დოკუმენტებს ევროპული სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობაში გადატანისა
და იმპლემენტირების მიზნით.
ასოცირების შეთანხმების XXX დანართში ჩამოთვლილია ევროკავშირის დირექტივები,
მათ შორის შრომის სამართლის სფეროში, რომელთა დებულებები დადგენილ ვადებში
უნდა აისახოს საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. სამართლებრივი
დაახლოება (legal approximation) გულისხმობს არა მხოლოდ ევროპული სტანდარტების
გაწერას (transposition) ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ მათ
ამოქმედებას/შესრულებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1006
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gogoladze.pdfდეკრეტული შვებულების საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისობა ევროდირექტივასთან და სამართლებრივი დაახლოების პერსპექტივა1.16 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

163
checked on May 5, 2024

გადმოწერა

3,720
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.