გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1004
სათაური: სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები
ავტორები: საცერაძე, სალომე 
ხელმძღვანელი: ბოგვერაძე, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: პაციენტის უფლებები
ინფორმირებული თანხმობა
პაციენტისთვის მიყენებული ზიანი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით აღიარებული აბსოლუტური უფლებაა,
აღნიშნული უფლება მჭიდროდ უკავშირდება და ფაქტობრივად არ არსებობს
ჯანმრთელობის უფლებისგან დამოუკიდებლად. სახელმწიფო ვალდებულია
უზრუნველყოს სიცოცხლისა და შესაბამისად ჯანმრთელობის უფლების დაცვის
მექანიზმები და შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს პირის
მიერ არა მხოლოდ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების
შესაძლებლობას, არამედ მყარი თავდაცვის მექანიზმს არასათანადო სამედიცინო
მომსახურების მიღების შემთხვევაში.
ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ
აქტუალურია, რის ნათელ დადასტურებასაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ამ
უფლების სასამართლო წესით დაცვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების
სიუხვე წარმოადგენს. ამ მდგომარეობის პირდაპიპროპორციულად იზრდება
საზოგადოების მოთხოვნა ჯანმრთელობის უფლების სათანადო დაცვაზე, როგორც
საკანონმდებლო, ასევე ეროვნული სასამართლოების დონეზე.

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავას განიხილოს საქართველოს
1
კანონმდებლობით განსაზღვრული პაციენტის უფლებები და გამოკვეთოს
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები. ნაშრომში განხილულია სამედიცინო
დაწესებულების მიერ პაციენტთა უფლებების დარღვევის შედეგად ზიანის
ანაზღაურების საფუძვლები, მორალური და მატერიალური თვალსაზრისით.
ნაშრომი ეხება ასევე პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო
დაწესებულებისაგან მორალური ზიანის მოთხოვნის საკითხი გარდაცვლილი პირის
„ახლობელთა“ მიერ. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც
ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოში არსებული
პრაქტიკა ამ კუთხით გააკრიტიკა.
კვლევის მეთოდად გამოყენებულია შემეცნების, სამეცნიერო ზოგადი - ლოგიკური
მეთოდი, სისტემური ანალიზი, ანალოგია და ფორმალურ-იურიდიული კვლევის
მეთოდები.
ნაშრომი შედგება შესავალი, დასკვნისა და სამი თავისაგან. მეორე თავი მიზნად
ისახავს განიხილოს პაციენტთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით
განსაზღვრული პაცინტთა უფლებები.
მესამე თავი მიზნად ისახავს განსაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ
პაციენტისათვის მიყენებული ზიანის სახეები და განმარტავს მათ.
მეოთხე თავი ეძღვნება ზიანის იმ ტიპებს, რომელის ანაზღაურების მოთხოვნის
უფლებაც აქვს პაციენტს სამედიცინო დაწესებულების მიერ, მართლსაწინააღმდეგო
ქმედების განხორციელების შემთხვევაში. ამ თავში ასევე განხილულია პაციენტის
„ნათესავის“ მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხი
სამედიცინო დაწესებულების მიერ განხორციელებული არასწორი მკურნალობის
შედეგად, პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1004
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro satseradze.pdfსამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები768.11 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

174
checked on Apr 30, 2024

გადმოწერა

1,557
checked on Apr 30, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.