გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1003
სათაური: უცხოური ინვესტიციის დაცვის სტანდარტები და ექსპროპრიაციის მართლზომიერება ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით
სხვა სათაურები: STANDARDS OF FOREIGN INVESTMENT PROTECTION AND LEGALITY OF EXPROPRIATION UNDER GEORGIAN LAW AND INTERNATIONAL PRACTICE
ავტორები: გოშხეთელიანი, ნინო 
ხელმძღვანელი: ცერცვაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ინვესტიციის ცნება
ინვესტორთა დაცვის სტანდარტები
ექსპროპრიაციის მართლზომიერების კრიტერიუმები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
უცხოური ინვესტიცია ახალ ბაზარზე წვდომის მოპოვების და რესურსების
ეფექტური გადანაწილების საშუალებაა, რაც როგორც განვითარებული, ისე
განვითარებადი ქვეყნების ინტერესებში შედის. მეტიც, რიგი განვითარებადი ქვეყნის,
მათ შორის, საქართველოს განვითარებაში უცხოური ინვესტიცია კაპიტალისა და
ტექნოლოგიის მზარდი გარე წყაროა. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018
წელს მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ფარგლებში 1 მილიარდ ა.შ.შ.
დოლარზე მეტი ოდენობის თანხის ინვესტიცია განხორციელდა.
ამრიგად, სავსებით
ნათელია, თუ რატომ არის უცხოური ინვესტიცია ფართოდ აღიარებული, როგორც
ქვეყნის ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
უცხოური
ინვესტიციების ამგვარი მნიშვნელობის ფონზე, მათი მოზიდვისა და შენარჩუნების
საუკეთესო ბერკეტი მათი სამართლებრივი დაცვის ძლიერი და საერთაშორისო
სამართალთან შესაბამისი მექანიზმების არსებობაა.
სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების
მოგვარების შესახებ კონვენციის (ვაშინგტონის კონვენცია) წარმომავლობასა და
ფორმულირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ იმ
დროისთვის ჩატარებული მრავალი კვლევა, რომელიც უცხოური ინვესტიციის
წახალისების გზებს შეისწავლიდა, თითქმის ყოველთვის განიხილავდა უცხოელ
ინვესტორსა და ინვესტიციის მიმღებ სახელმწიფოს მთავრობას შორის წარმოშობილი
დავების გადაჭრასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთანავე, ხშირად აღნიშნული
კვლევები გასცემდნენ რეკომენდაციას შექმნილიყო საერთაშორისო საარბიტრაჟო ან/და
კონსილაციის მექანიზმი,
რომელიც ინვესტორს შესაძლებლობას მისცემდა პირდაპირ
მიემართა საერთაშორისო ტრიბუნალისადმი, რაც სახელმწიფოსთვის მბოჭავი
საერთაშორისო ვალდებულება იქნებოდა.
შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების
წახალისებისა და უცხოურ ინვესტიციასთან დაკავშირებული დავების გადაჭრის
პროცესის მიმართ ნდობის გამომუშავების მიზნით 1966 წლის 14 ოქტომბერს ძალაში
შევიდა ვაშინგტონის კონვენცია, რომელმაც, თავის მხრივ, შექმნა საინვესტიციო დავების
მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ცენტრი). ეს უკანასკნელი საინვეტიციო დავებისას
ყველაზე ხშირად გამოყენება, რადგან სხვა დავის გადაჭრის ორგანოებისგან
განსხვავებით, ცენტრის გადაწყვეტილების აღსრულება პირდაპირ სავალდებულოა
სახელმწიფოსთვის
და არ საჭიროებს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების
ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციით
გათვალისწინებულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების
აღსრულებას ქვეყნის შიდა სასამართლოს გავლით, რაც დამატებით დროსა და
ხარჯებთან არის დაკავშირებული.
URI: https://openscience.ge/handle/1/1003
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro goshkhetheliani.pdfუცხოური ინვესტიციის დაცვის სტანდარტები და ექსპროპრიაციის მართლზომიერება ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით712.36 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

309
checked on May 19, 2024

გადმოწერა

1,834
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.