Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1003
Title: უცხოური ინვესტიციის დაცვის სტანდარტები და ექსპროპრიაციის მართლზომიერება ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით
Other Titles: STANDARDS OF FOREIGN INVESTMENT PROTECTION AND LEGALITY OF EXPROPRIATION UNDER GEORGIAN LAW AND INTERNATIONAL PRACTICE
Authors: გოშხეთელიანი, ნინო 
Advisor: ცერცვაძე, გიორგი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: ინვესტიციის ცნება
ინვესტორთა დაცვის სტანდარტები
ექსპროპრიაციის მართლზომიერების კრიტერიუმები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
უცხოური ინვესტიცია ახალ ბაზარზე წვდომის მოპოვების და რესურსების
ეფექტური გადანაწილების საშუალებაა, რაც როგორც განვითარებული, ისე
განვითარებადი ქვეყნების ინტერესებში შედის. მეტიც, რიგი განვითარებადი ქვეყნის,
მათ შორის, საქართველოს განვითარებაში უცხოური ინვესტიცია კაპიტალისა და
ტექნოლოგიის მზარდი გარე წყაროა. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018
წელს მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ფარგლებში 1 მილიარდ ა.შ.შ.
დოლარზე მეტი ოდენობის თანხის ინვესტიცია განხორციელდა.
ამრიგად, სავსებით
ნათელია, თუ რატომ არის უცხოური ინვესტიცია ფართოდ აღიარებული, როგორც
ქვეყნის ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
უცხოური
ინვესტიციების ამგვარი მნიშვნელობის ფონზე, მათი მოზიდვისა და შენარჩუნების
საუკეთესო ბერკეტი მათი სამართლებრივი დაცვის ძლიერი და საერთაშორისო
სამართალთან შესაბამისი მექანიზმების არსებობაა.
სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების
მოგვარების შესახებ კონვენციის (ვაშინგტონის კონვენცია) წარმომავლობასა და
ფორმულირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ იმ
დროისთვის ჩატარებული მრავალი კვლევა, რომელიც უცხოური ინვესტიციის
წახალისების გზებს შეისწავლიდა, თითქმის ყოველთვის განიხილავდა უცხოელ
ინვესტორსა და ინვესტიციის მიმღებ სახელმწიფოს მთავრობას შორის წარმოშობილი
დავების გადაჭრასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთანავე, ხშირად აღნიშნული
კვლევები გასცემდნენ რეკომენდაციას შექმნილიყო საერთაშორისო საარბიტრაჟო ან/და
კონსილაციის მექანიზმი,
რომელიც ინვესტორს შესაძლებლობას მისცემდა პირდაპირ
მიემართა საერთაშორისო ტრიბუნალისადმი, რაც სახელმწიფოსთვის მბოჭავი
საერთაშორისო ვალდებულება იქნებოდა.
შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების
წახალისებისა და უცხოურ ინვესტიციასთან დაკავშირებული დავების გადაჭრის
პროცესის მიმართ ნდობის გამომუშავების მიზნით 1966 წლის 14 ოქტომბერს ძალაში
შევიდა ვაშინგტონის კონვენცია, რომელმაც, თავის მხრივ, შექმნა საინვესტიციო დავების
მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ცენტრი). ეს უკანასკნელი საინვეტიციო დავებისას
ყველაზე ხშირად გამოყენება, რადგან სხვა დავის გადაჭრის ორგანოებისგან
განსხვავებით, ცენტრის გადაწყვეტილების აღსრულება პირდაპირ სავალდებულოა
სახელმწიფოსთვის
და არ საჭიროებს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების
ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციით
გათვალისწინებულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების
აღსრულებას ქვეყნის შიდა სასამართლოს გავლით, რაც დამატებით დროსა და
ხარჯებთან არის დაკავშირებული.
URI: https://openscience.ge/handle/1/1003
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro goshkhetheliani.pdfუცხოური ინვესტიციის დაცვის სტანდარტები და ექსპროპრიაციის მართლზომიერება ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით712.36 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

308
checked on Apr 26, 2024

Download(s)

1,817
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.