Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. მოსამართლის როლი მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტაში
 
  • Details

მოსამართლის როლი მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტაში

Date Issued
2019
Author(s)
ილურიძე, ალეკო  
Advisor
ფაფიაშვილი, ლალი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/969
Abstract
თემის აქტუალურობა/პრობლემურობა. საქართველოში მოქმედი სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც 2009 წლის 9 ოქტომბერს იქნა
მიღებული, მიზანმიმართული იყო თანასწორობასა და შეჯიბრებითობის პრინციპზე
დამყარებული სამართალწარმოების დანერგვისაკენ. სსსკ-ს მე-9 მუხლის მიხედვით,
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი
ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძელზე.
შეჯიბრებითი პრინციპი ანგლო-ამერიკული სამართლებრივი სისტემის
ფუნდამენტური პრინციპია და მისი არსი სისხლის სამართლის პროცესში ორი
„თანაბარმნიშვნელოვანი“ სუბიექტის დაპირისპირებას გულისხმობს, სადაც
მოსამართლე არბიტრის როლში გვევლინება. ახალი საპროცესო კოდექსით
შეიცვალა არა მხოლოდ პროცესის მიმდინარეობა, არამედ მთლიანად სისხლის
სამართალწარმოება, სადაც მტკიცებულებათა მოპოვება-წარდგენა, სრულად,
მხარეებზე გახდა დამოკიდებული, დამკვიდრდა ახალი სტანდარტები
მტკიცებულებებთან დაკავშირებით და შეფასების მნიშნელოვანი კრიტერიუმები,
რომელიც ერთადერთ ბერკეტს წარმოადგენს მოსამართლისთვის, რომ საპროცესო
განხილვა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას დაუქვემდებაროს.

სისხლის სამართალწარმოების მიმდინარეობისას, საპროცესო განხილვის მიზანს,
საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა წარმოადგენს, რომელიც მხარეების
მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად ხდება შესაძლებელი.
თუმცა, ჭეშმარიტება, სამართლებრივ სახელმწიფოში, მისაღებია თუ ის დადგენილი
იქნება პროცესუალურად დასაშვები საშუალებებით, ვინაიდან აღნიშნული
აბსოლუტურ მიზანს არ წარმოადგენს, აქედან გამომდინარე, მხარეების მიერ,
კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მოპოვებული ყველა ინფორმაცია ვერ გახდება
დასაშვები მტკიცებულება.
სსსკ-ს 219 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით,
მოსამართლეს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა
შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია. კონკრეტული მუხლის, პირდაპირი
მნიშვნელობით განმარტების შემთხვევაში, ერთადერთი საშუალება, რომელსაც
საქმეზე ობიექტურ ჭეშმარიტების დადგენამდე მიყავს სასამართლო, სრულად
მხარეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული, მოსამართლე კი შეჯიბრების შედეგების
უბრალო „მოწმეა“.
Subjects

შეჯიბრებითობა სისხლის...

მტკიცებულების მნიშვნე...

სამართალწარმოება

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro iluridze.pdf

Description
მოსამართლის როლი მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტაში
Size

712.29 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):e6128ceffb859c2cfbb760a2339c919a

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings