Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Humanities
  6. Dissertations and Master Theses
  7. ნიღბისეული დისკურსი ქართულ მოდერნისტულ პროზაში
 
  • Details
Options

ნიღბისეული დისკურსი ქართულ მოდერნისტულ პროზაში

ალექსანდრე ცირეკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და ლეო ქიაჩელის თხზულებების მიხედვით
Date Issued
2019
Author(s)
გიორგობიანი, ნინო  
Advisor(s)
რატიანი, ირმა  
ლეთოდიანი, ანა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Humanities  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/648
Abstract
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ალექსანდრე ცირეკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და ლეო ქიაჩელის თხზულებები. კვლევის მთავარი ამოცანა ქართულ მოდერნისტულ პროზაში სინამდვილის ნიღბისეული გააზრების ოთხი განსხვავებული კონცეფციის ჩვენებაა. თითოეული კონცეფცია სამყაროს არსის ინდივიდუალური აღქმის ცდას წარმოადგენს, თუმცა, მათ რეალობა/ირეალობის დაპირისპირების საერთო მოდერნისტული ტენდენცია აერთიანებს.
საკვლევად შერჩეულ ტექსტებში ნიღბისეული დისკურსის გამოსაკვეთად გამოვყოფთ მოდერნისტული ლიტერატურისათვის დამახასიათებელ რამდენიმე თავისებურებას, ყურადღებას ვამახვილებთ ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ, რეალურისა და წარმოსახულის დიქოტომიაზე. თითოეული საანალიზო ტექსტის მაგალითზე წარმოვაჩენთ სინამდვილი აღქმის ვარიაციებს, რაც კიდევ ერთი თვალსაზრისით ავლენს ქართული პროზის მრავალფეროვნებას. კვლევის მიზნის შესაბამისად ნაშრომში ვიყენებთ: ზიგმუნდ ფროიდის, მიხეილ ბახტინის, რემი დე გურმონის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გრიგოლ რობაქიძის და სხვათა თეორიულ შეხედულებებს, ასევე საანალიზო ტექსტების ავტორთა ესეებს.
სამაგისტრო თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ნაშრომში გაანალიზებული საკითხი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში საუძვლიანად არ არის შესწავლილი. კვლევის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს ნიღბისეული დისკურსის, რეალობის ნიღბისეული აღქმის საკითხის გამოკვეთა და გაანალიზება ქართული მოდერნისტული პროზის რამდენიმე ნიმუშის მიხედვით, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი არ არსებობს განყენებულად, გადაიკვეთება მოდერნულ კონტექსტთან, ასევე ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ეთიკურ კონცეფციებთან. შევეცადეთ საკვლევად შერჩეული ტექსტების ავტორთა განსხვავებული დამოკიდებულებანი შეგვედარებინა ერთანეთისათვის, დაგვეკავშირებინა და ხედვის ერთიან პრიზმაში მოგვექცია.
Subjects

ნიღბისეული დისკურსი

მოდერნისტულ პროზა

თხზულებები

ალექსანდრე ცირეკიძე

კონსტანტინე გამსახურდ...

მიხეილ ჯავახიშვილი

ლეო ქიაჩელი

Degree Name
ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline
ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro giorgobiani.pdf

Description
ნიღბისეული დისკურსი ქართულ მოდერნისტულ პროზაში
Size

631.2 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):fec74531c160a172b098e97610bfb8ec

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact