Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. პასუხისმგებლობა სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური ზიანისათვის
 
  • Details

პასუხისმგებლობა სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური ზიანისათვის

Date Issued
2019
Author(s)
დანელია, თამარ  
Advisor
რუსიაშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1032
Abstract
საქართველოს კონსტიტუცია, სხვა უფლებებთან ერთად, აღიარებს რა ადამიანის
უფლებას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან
მათი ეფექტურად დაცვის მექანიზმს. შესაბამისად, სხეულის დაზიანების ან/და
ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის
პასუხისმგებლობის საკითხს დიდი მნიშვნელბა აქვს, რამდენადაც ის წარმოადგენს
ადამიანის დარღვეული ჯანმრთელობის უფლების აღდგენის, დაზარალებულის
დაკმაყოფილებისა და მომავალი სამართალდარღვევების პრევენციის საშუალებას.
წინამდებარე თემის ფარგლებში აღნიშნული საკითხის განხილვა აქტუალურია,
როგორც პრაქტიკული ისე თეორიული თვალსაზრისით, რამდენადაც სამართლებრივი
სახელმწიფოს მშენებლობამ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა აღიარებამ,
განაპირობა არაქონებრივი, მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის
ნორმატიულ დონეზე განმტკიცება, მათ შორის სხეულის დაზიანების ან
ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური ზიანისათვის,
თუმცაღა კანონმდებელს არ განუსაზღვრავს ურთიერთობის მოწესრიგების ზუსტი
მექანიზმი. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით აუცილებელია განისაზღვროს მოთხოვნის
წარმოშობის წინაპირობები, მოთხოვნის ფარგლები და მისი განსაზღვრის
კრიტერიუმები, რათა ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი პრაქტიკა და დაზარალებულსა და
ზიანის მიმყენებელს ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რა შემთხვევებში და რა
ფარგლებში დგება პასუხისმგებლობა სხეულისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული
ვნებით გამოწვეული არაქონებრივი ზიანისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ თემა შეეხება სხეულისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული
ვნებით გამოწვეული არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ
წინაპირობებს, სსკ-ს 413-ე მუხლით გათვალისწინებული - სამართლიანობისა და
გონივრულობის - კრიტერიუმების გაანალიზებას, ასევე, კანონმდებლობით პირდაპირ
გაუთვალისწინებელ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა - ფიზიკური დაზიანების
შედეგად დაზარალებულის გარდაიცვალებისა ან ამ უკანასკნელის მიერ აღქმაგაცნობიერების
უნარის
დაკარგვის
შემთხვევებში
არაქონებრივი
ზიანის
ანაზღაურება.


შესაბამისად, თემის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პრობლემურ, შეფასებითსა და
კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ საკითხებთან მიმართებით გაანალიზებულია,
როგორც იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებები, ისე სასამართლო
პრაქტიკის მიდგომები. ამასთანავე, გააზრებულია, აღნიშნული საფუძვლით
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე
საპროცესო-სამართლებრივი თავისებურებანი, რამდენადაც მოთხოვნის დაკმაყოფილება
დიდად არის დამოკიდებული, როგორც მატერიალური საფუძვლების არსებობაზე, ისე
საპროცესო მოქმედებათა სწორად განხორციელებაზე.
Subjects

ზიანის ცნება

მორალური ზიანის განსა...

ზიანის ანაზღაურება

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro danelia.pdf

Description
პასუხისმგებლობა სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური ზიანისათვის
Size

587.97 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):0a052e0ab7423e6f4a037a7395314b7e

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings