გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/890
სათაური: ადამიანის სხეულის ნაწილების კერძოსამართლებრივი ობიექტივიზაცია
ავტორები: ჯავახიშვილი, თამარ 
ხელმძღვანელი: ზარანდია, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ობიექტივიზაცია
კერძოსამართლებრივი ობიექტივიზაცია
ადამიანის სხეული
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
მსოფლიო დონის მეცნიერთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა არის თუ
არა ადამიანი საკუთარი სხეულის მესაკუთრე. თანამედროვე სამეცნიერო
ლიტერატურაში ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხები არსებობს. ერთი ჯგუფი
კატეგორიულად უარყოფს სხეულზე საკუთრების უფლებას. ისინი თვლიან, რომ
ამ უფლების აღიარებამ შეიძლება მიგვიყვანოს კრიმინალურ
კომერციალიზაციამდე.
სხვები თვლიან, რომ აუცილებელია, ვაღიაროთ
ადამიანის საკუთრების უფლება როგორც მთელს თავის სხეულზე, ასევე
ნებისმიერ ორგანოზე.
ადამიანის სხეული ზოგჯერ მიჩნეულია საკუთრებად,
ზოგჯერ კვაზი-საკუთრებად, ზოგჯერ კი საერთოდ არ განიხილება საკუთრების
უფლების დაცვის საგნად და ადამიანმა მისი სხეულის მიმართ უკანონო
ქმედების განხორციელების შემთხვევაში უფლებები უნდა დაიცვას პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესაბამისი ნორმებით.
ნათლად შეიმჩნევა კანონმდებლობაში კერძო სამართალზე ძირითადი
უფლებების გავლენის ტენდენცია. ამის საფუძველზე განსახილველია ადამიანის
სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების სამართლებრივი რეჟიმი. ადამიანს დაბადებიდანვე გააჩნია გარკვეული სახის უფლებები. სიცოცხლისა და
საკუთრების უფლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებებად უნდა გამოიყოს.
საკუთრება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, რომელიც დაბადებიდანვე გააჩნია.
მისი არსებობა პირის უფლებაუნარიანობაზეა დამოკიდებული.
ადამიანი ყველა
დროში საკუთრების უფლებას განსაკუთრებულად აღიქვამდა. საკუთრების
შინაარსი, ცნებისაგან განსხვავებით, ცვალდებადია დროში და იგი
დამოკიდებულია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნილებებზე.
,,საკუთრების
უფლების ბუნებითმა ხასიათმა შობა ამ საკუთრების ხელშეუხებლობის
მდგომარეობა. ხელშეუხებლობის ფსიქოლოგია ისტორიულად იმდენად
ძლიერი იყო, რომ საკუთრების ხელყოფა აღიქმებოდა არანაკლებ, ვიდრე
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა“.
აქედან გამომდინარე,
საინტერესოა ადამიანის სხეულის, როგორც საკუთრების უფლების ობიექტის,
განხილვა.
URI: https://openscience.ge/handle/1/890
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro djavakhishvili.pdfადამიანის სხეულის ნაწილების კერძოსამართლებრივი ობიექტივიზაცია901.44 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

279
checked on May 23, 2024

გადმოწერა

3,050
checked on May 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.