Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/890
Title: ადამიანის სხეულის ნაწილების კერძოსამართლებრივი ობიექტივიზაცია
Authors: ჯავახიშვილი, თამარ 
Advisor: ზარანდია, თამარ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: ობიექტივიზაცია
კერძოსამართლებრივი ობიექტივიზაცია
ადამიანის სხეული
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
მსოფლიო დონის მეცნიერთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა არის თუ
არა ადამიანი საკუთარი სხეულის მესაკუთრე. თანამედროვე სამეცნიერო
ლიტერატურაში ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხები არსებობს. ერთი ჯგუფი
კატეგორიულად უარყოფს სხეულზე საკუთრების უფლებას. ისინი თვლიან, რომ
ამ უფლების აღიარებამ შეიძლება მიგვიყვანოს კრიმინალურ
კომერციალიზაციამდე.
სხვები თვლიან, რომ აუცილებელია, ვაღიაროთ
ადამიანის საკუთრების უფლება როგორც მთელს თავის სხეულზე, ასევე
ნებისმიერ ორგანოზე.
ადამიანის სხეული ზოგჯერ მიჩნეულია საკუთრებად,
ზოგჯერ კვაზი-საკუთრებად, ზოგჯერ კი საერთოდ არ განიხილება საკუთრების
უფლების დაცვის საგნად და ადამიანმა მისი სხეულის მიმართ უკანონო
ქმედების განხორციელების შემთხვევაში უფლებები უნდა დაიცვას პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესაბამისი ნორმებით.
ნათლად შეიმჩნევა კანონმდებლობაში კერძო სამართალზე ძირითადი
უფლებების გავლენის ტენდენცია. ამის საფუძველზე განსახილველია ადამიანის
სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების სამართლებრივი რეჟიმი. ადამიანს დაბადებიდანვე გააჩნია გარკვეული სახის უფლებები. სიცოცხლისა და
საკუთრების უფლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებებად უნდა გამოიყოს.
საკუთრება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, რომელიც დაბადებიდანვე გააჩნია.
მისი არსებობა პირის უფლებაუნარიანობაზეა დამოკიდებული.
ადამიანი ყველა
დროში საკუთრების უფლებას განსაკუთრებულად აღიქვამდა. საკუთრების
შინაარსი, ცნებისაგან განსხვავებით, ცვალდებადია დროში და იგი
დამოკიდებულია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნილებებზე.
,,საკუთრების
უფლების ბუნებითმა ხასიათმა შობა ამ საკუთრების ხელშეუხებლობის
მდგომარეობა. ხელშეუხებლობის ფსიქოლოგია ისტორიულად იმდენად
ძლიერი იყო, რომ საკუთრების ხელყოფა აღიქმებოდა არანაკლებ, ვიდრე
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა“.
აქედან გამომდინარე,
საინტერესოა ადამიანის სხეულის, როგორც საკუთრების უფლების ობიექტის,
განხილვა.
URI: https://openscience.ge/handle/1/890
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro djavakhishvili.pdfადამიანის სხეულის ნაწილების კერძოსამართლებრივი ობიექტივიზაცია901.44 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

272
checked on Apr 26, 2024

Download(s)

2,967
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.