გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/865
სათაური: ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების პროცესში
ავტორები: თოლორდავა, ბაჩუა 
ხელმძღვანელი: ხარაძე, ეფემია 
შაშვიაშვილი, მაია 
ხარისხის სახელი: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლების მეცნიერებები / Education Sciences
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები
ინკლუზიური განათლება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The following Master's thesis concerns the use of individual educational plan in the
process of teaching pupils with special educational needs. The obligation prescribed by law
(the law on general education) is that, in case of necessity, the school will develop an
individual curriculum within the National Curriculum for a pupil with special educational
needs. This document provides an opportunity to enable such pupil to engage in education
and school activities and allowing to plan all the sections that the pupil is spending at school.
Individual educational plan is one of the guarantees that the pupil will get the
education based on their needs and opportunities, and aims to meet the goals set out in the
i
ndividual curriculum and develop skills that are necessary in the process of adaptation.
Since the effectiveness of the plan determines how well this plan is implementing in the
learning process, the study of the topic is more relevant.
In this regard, we have examined the literature and found out that the research of this
issue in the Georgian reality was never conducted in the international area, and similar
research has been carried out by Karen Gregory in Canada, in particular in Ontario, in the
frame of PhD research (Karen P. Gregory, 2015). The following research concerns the
preparation of an individual educational plan for pupils with intellectual development
disorder.
The research is original for Georgian reality and it represents the novelty. In the
process of the search, we developed hypothesis that the teacher mainly does not use
individual educational plan in the process of teaching pupils with special educational needs,
and its existence often carries only a formal characteristic.

სამაგისტრო ნაშრომი ეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეების სწავლების პროცესში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის
გამოყენებას. კანონით დადგენილი ვალდებულებაა (კანონი ზოგადი განათლების
შესახებ), რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
სწავლება მისი შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიხედვით შედგენილი
ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა ხორციელდებოდეს სხვა ტიპიური
განვითარების მქონე მოსწავლეებთან ერთად. მოცემული დოკუმენტი ასრულებს
გზამკვლევის როლს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
სწავლების პროცესში. ამდენად, აუცილებელია,
სკოლამ უზრუნველყოს
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, არა მხოლოდ, როგორც დოკუმენტის არსებობა,
არამედ მისი პრაქტიკულად განხორციელება.
მოსწავლის საჭიროებებსა და უნარებზე მორგებული ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა უნდა იყოს გარანტი, რომ სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე
მოსწავლე დაძლევს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ მიზნებს, ჩართული იქნება სასწავლო პროცესში, განივითარებს
ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც
აუცილებელია გარემოსთან ადაპტაციის პროცესში,
თუმცა გეგმის შედეგიანობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად სწორად
მიმდინარეობს მისი განხორციელება, შესაბამისად, მოცემული თემის კვლევა მეტად
აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვიხილეთ ლიტერატურა, მოვიძიეთ
კვლევები და გამოვარკვიეთ, რომ აღნიშნული საკითხი ქართულ რეალობაში არავის
უკვლევია, საერთაშორისო ასპარეზზე
, მსგავსი კვლევა ჩატარებულია სადოქტორო
ნაშრომის შესრულების ფარგლებში 2015 წელს, კარენ გრეგორის მიერ კანადაში,
კერძოდ, ონტარიოში (Karen. P. Gregory; 2015). მოცემული კვლევა, ჩვენი კვლევისგან
განსხვავებით, ეხება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას
ინტელექტუალური განვითარების
დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/865
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tholordava.pdfინდივიდუალური სასწავლო გეგმის გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების პროცესში1.43 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

277
checked on May 2, 2024

გადმოწერა

2,840
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.