Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/865
Title: ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების პროცესში
Authors: თოლორდავა, ბაჩუა 
Advisor: ხარაძე, ეფემია 
შაშვიაშვილი, მაია 
Degree Name: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
Degree Discipline: განათლების მეცნიერებები / Education Sciences
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები
ინკლუზიური განათლება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The following Master's thesis concerns the use of individual educational plan in the
process of teaching pupils with special educational needs. The obligation prescribed by law
(the law on general education) is that, in case of necessity, the school will develop an
individual curriculum within the National Curriculum for a pupil with special educational
needs. This document provides an opportunity to enable such pupil to engage in education
and school activities and allowing to plan all the sections that the pupil is spending at school.
Individual educational plan is one of the guarantees that the pupil will get the
education based on their needs and opportunities, and aims to meet the goals set out in the
i
ndividual curriculum and develop skills that are necessary in the process of adaptation.
Since the effectiveness of the plan determines how well this plan is implementing in the
learning process, the study of the topic is more relevant.
In this regard, we have examined the literature and found out that the research of this
issue in the Georgian reality was never conducted in the international area, and similar
research has been carried out by Karen Gregory in Canada, in particular in Ontario, in the
frame of PhD research (Karen P. Gregory, 2015). The following research concerns the
preparation of an individual educational plan for pupils with intellectual development
disorder.
The research is original for Georgian reality and it represents the novelty. In the
process of the search, we developed hypothesis that the teacher mainly does not use
individual educational plan in the process of teaching pupils with special educational needs,
and its existence often carries only a formal characteristic.

სამაგისტრო ნაშრომი ეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეების სწავლების პროცესში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის
გამოყენებას. კანონით დადგენილი ვალდებულებაა (კანონი ზოგადი განათლების
შესახებ), რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
სწავლება მისი შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიხედვით შედგენილი
ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა ხორციელდებოდეს სხვა ტიპიური
განვითარების მქონე მოსწავლეებთან ერთად. მოცემული დოკუმენტი ასრულებს
გზამკვლევის როლს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
სწავლების პროცესში. ამდენად, აუცილებელია,
სკოლამ უზრუნველყოს
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, არა მხოლოდ, როგორც დოკუმენტის არსებობა,
არამედ მისი პრაქტიკულად განხორციელება.
მოსწავლის საჭიროებებსა და უნარებზე მორგებული ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა უნდა იყოს გარანტი, რომ სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე
მოსწავლე დაძლევს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ მიზნებს, ჩართული იქნება სასწავლო პროცესში, განივითარებს
ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც
აუცილებელია გარემოსთან ადაპტაციის პროცესში,
თუმცა გეგმის შედეგიანობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად სწორად
მიმდინარეობს მისი განხორციელება, შესაბამისად, მოცემული თემის კვლევა მეტად
აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვიხილეთ ლიტერატურა, მოვიძიეთ
კვლევები და გამოვარკვიეთ, რომ აღნიშნული საკითხი ქართულ რეალობაში არავის
უკვლევია, საერთაშორისო ასპარეზზე
, მსგავსი კვლევა ჩატარებულია სადოქტორო
ნაშრომის შესრულების ფარგლებში 2015 წელს, კარენ გრეგორის მიერ კანადაში,
კერძოდ, ონტარიოში (Karen. P. Gregory; 2015). მოცემული კვლევა, ჩვენი კვლევისგან
განსხვავებით, ეხება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას
ინტელექტუალური განვითარების
დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/865
Appears in Collections:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro tholordava.pdfინდივიდუალური სასწავლო გეგმის გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების პროცესში1.43 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

282
checked on Jun 13, 2024

Download(s)

2,897
checked on Jun 13, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.