გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/342
სათაური: მიწოდებათა ჯაჭვში მარაგების მართვის სრულყოფის გზები
ავტორები: გიორგი, არჩაია 
ხელმძღვანელი: ჩიქოვანი, ეკატერინე 
რეცენზენტი: ჭილაია, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of Transport Logistics
სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: Transport Logistics
სატრანსპორტო ლოგისტიკა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ლოგისტიკის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მარაგების მართვა
მარაგების შექმნა
დასაწყობება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წარმოდგენილა სამაგისტრო ნაშრომში „მიწოდებათა ჯაჭვში მარაგების მართვის სრულყოფის გზები“ გაანალიზებულია მარაგების მართვის თეორიული ასპექტები, კერძოდ, მარაგების მართვის მეთოდების საფუძვლები, კლასიფიკაცია, მარაგების შენახვისა და დეფიციტის წარმოქმნის რისკები და მარაგების მართვის ამოცანები.
ამ საკითხის აქტუალობას ადასტურებს ერთის მხრივ, ნაშრომში ამ მიმართულებით წარმოდგენილი კვლევები და მეორეს მხრივ, კონცეპტუალურ ასპექტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი უცხოური კომპანიების გამოცდილება, რომელიც თეორიული ანალიზის სახიტ არის წარმოდგენილი ნაშრომში.
დეტალურადაა ჩამოყალიბებული მარაგების მართვის კონცეპტუალური მიდგომები და მომარაგებისა და მისი მართვის ტექნოლოგიები ლოგისტიკაში. ტექნოლოგიების თეორიული ანალიზი მოცემულია უცხოური ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე.
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნაშრომში მარაგების მოთხოვნების განსაზღვრის სტრატეგიული მეთოდების ანალიზს, ამ ჭრილში გამოკვლეული და შესწავლილია როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიების გამოცდილება.
სასაწყობო მეურნეობების შექმნისა და განვითარების ამოცანების გადაჭრის გზები წარმოდგენილია პროდუქციის განაწილების სისტემური ანალიზის ჩარჩოში, იგივე ჭრილშია შესწავლილი კვლევების საფუძველზე ლოგისტიკური განაწილების არხების და სისტემების ჩამოყალიბების მექანიზმები. დასაბუთებულია, ამ კუთხით, სისტემური მიდგომების აუცილებლობა.
მარაგების მართვის ლოგისტიკური პროცესების სწორი ორგანიზების მეთოდებისა და მეთოდოლოგიების ანალიზს სასაწყობე მეურნეობაში ცალკე თავი ეძღვნება, რადგან მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პროდუქციის თვითღირებულების, ასევე მარაგების მართვის ღირებულების შემცირების თვალსაზრისით.
ნაშრომში წარმოდგენილი კვლევებისა და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულია დასკვნებისა და რეკომენდაციების პაკეტი, რომელსაც, ვფიქრობთ, პრაქტიკული ღირებულება ექნება ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/342
ჩანს კოლექციებში:სამაგისტრო ნაშრომები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro archia.pdfმიწოდებათა ჯაჭვში მარაგების მართვის სრულყოფის გზები1.07 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

170
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,941
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.