გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2767
სათაური: ვაზის ზოგიერთი იშვიათი კახეთის ჯიშის ბიოლოგიური და სამეურნეო - ტექნოლოგიური მაჩვენებლების შესწავლა
Study of biological and agricultural-technological charachterictics of some rare Kakhetian grapevine varieties
ავტორები: მარი ხარტონიშვილი 
Khartonishvili, Mari 
ხელმძღვანელი: მდინარაძე, ირმა 
ხარისხის სახელი: აგრარული მეცნიერებების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველო
მეღვინეობა-მევენახეობა
ქართული ვაზი და ღვინო
კახეთის რეგიონი
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
საქართველო აღიარებულია მევენახეობა-მეღვინეობის უძველეს კერად, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური, ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალები. ქართულ ვაზსა და ღვინოს ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის ავტორები, უცხოელი მოგზაურები და მკვლევარები მოიხსენიებდნენ ქება-დიდებით.
მეღვინეობა არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი თავისი 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციით. დღემდე აღრიცხულია 525 ადგილობრივი ჯიში, რომელთა შესწავლაც მუდმივად ხორციელდება. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იშვიათი ვაზის ჯიშების შესწავლასა და მათ პოპულალიზაციას.
სამაგისტრო ნაშრომი წარმოდგენილია მევენახეობის მიმართულებით და კვლევის მიზანს წარმოადგენდა ვაზის ზოგიერთი იშვიათი კახეთის ჯიშის (კახის თეთრი, ინსტიტუტის გრძელმტევანა, მირზანული, ვაზისუბნის წითელი, ჟღია) ბიოლოგიური-სამეურნეო თვისებების შესწავლა, რომელიც განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო ვენახის ბაზაზე.
კვლევის მიზანი იყო აღნიშნული ჯიშების შესახებ, თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეგვექმნა ინფორმაციული ბაზა, ახალი ექსპერიმენტული მასალების მოპოვება და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ შემუშავებული დესკრიპტორების მიხედვით მათი შეფასება.

Georgia is recognized as an ancient center of viticulture and winemaking, which is confirmed by archeological, historical and ethnographic datas. Georgian vines and wine were highly appreciated by the foreign travelers, researchers and authors of the ancient period.
Winemaking is an integral part of the history of Georgia with its 8000-year-long continuous tradition. For this moment, around 525 local autochthonous varieties have been registered, which are constantly being studied. The special attention is for the study of rare vine varieties and their popularization.
The master's thesis is presented in the field of viticulture, the main direction of the research was to study the biological-agricultural properties of some rare Kakhetian grape varieties (Kakhis Tetri, Institutis Grdzelmtevena, Mirzanuli, Vazisubnis Tsiteli, Zhghia), which was carried out at the grape collection of Jigaura station of Scientific Research Center of Agriculture (SRCA).
The aim of the research was to create the research database about these varieties, taking into account the modern approaches, to obtain new experimental materials and to evaluate them according to the descriptors developed by the International Organization of Vine and Wine (OIV).
URI: https://openscience.ge/handle/1/2767
ჩანს კოლექციებში:მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mari Khartonashvii Samagistro.pdfვაზის ზოგიერთი იშვიათი კახეთის ჯიშის ბიოლოგიური და სამეურნეო - ტექნოლოგიური მაჩვენებლების შესწავლა1.77 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

193
checked on May 18, 2024

გადმოწერა

293
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.