გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2622
სათაური: ინტერაქტიული პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი
ავტორები: ცინარიძე, ნუცა 
ხელმძღვანელი: ხალვაში, ხათუნა 
ხარისხის სახელი: განათლების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლება
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: განათლება
ინტერაქტიული პრეზენტაცია
სასწავლო პროცესი
მასწავლებლის პროფესიული განვითარება
სწავლების ხარისხის ამაღაღლება
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსისტეტის განათლების მაგისტრანტ ნუცა ცინარიძის ნაშრომში ,,პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი,, აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესის ეფექტიანობისთვის, მოსწავლეთა გასააქტიურებლად და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნა და გამოყენება. სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს, შექმნას სწავლების განსხვავებული სტილი, შექმნას სასწავლო რესურსი და დანერგოს თანამედროვე სტილი.
თემის მიზანია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის ასამაღაღლებლად ინტერაქტიული პრეზენტაციის, როგორც სასწავლო მეთოდის, შექმნის ეფექტიანი ონლაინპლატფორმების შერჩევა, რეკომენდაციების შეთავაზება ონლაინპრეზენტაციის გამოსაყენებლად.
კვლევის ამოცანების შესაბამისად შერჩეული კვლევის მეთოდები განაპირობებს მიღებული შედეგების სანდოობას.
კვლევის მეცნიერული სიახლეა სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნისა და გამოყენების მნიშვნელობის დასაბუთება და რეკომენდაციების შეთავაზება დასახელებული მეთოდის გამოსაყენებლად.
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს განათლების ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი მასალები, ნაშრომები, სახელმწიფო უწყების ოფიციალური მონაცემები.
მასალები წარმოდგენილია რეკომენდაციების, ნიმუშების სახით, რაც ამაღლებს მის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას.
ნაშრომის გამოყენება შეუძლია მასწავლებლებს, განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის პროგრამის სტუდენტებსა და ლექტორებს.
ნაშრომი შედგება 2 თავის, 9 პარაგრაფის, კვლევის, დასკვნებისა და ლიტერატურის დასახელებისაგან.
URI: https://openscience.ge/handle/1/2622
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nutsa Tsinaridze Samagistro.pdfინტერაქტიული პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი493.56 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

125
checked on May 18, 2024

გადმოწერა

1,472
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.