Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2622
Title: ინტერაქტიული პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი
Authors: ცინარიძე, ნუცა 
Advisor: ხალვაში, ხათუნა 
Degree Name: განათლების მაგისტრი
Degree Discipline: განათლება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
Keywords: განათლება
ინტერაქტიული პრეზენტაცია
სასწავლო პროცესი
მასწავლებლის პროფესიული განვითარება
სწავლების ხარისხის ამაღაღლება
Issue Date: 2021
Abstract: 
წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსისტეტის განათლების მაგისტრანტ ნუცა ცინარიძის ნაშრომში ,,პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი,, აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესის ეფექტიანობისთვის, მოსწავლეთა გასააქტიურებლად და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნა და გამოყენება. სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს, შექმნას სწავლების განსხვავებული სტილი, შექმნას სასწავლო რესურსი და დანერგოს თანამედროვე სტილი.
თემის მიზანია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის ასამაღაღლებლად ინტერაქტიული პრეზენტაციის, როგორც სასწავლო მეთოდის, შექმნის ეფექტიანი ონლაინპლატფორმების შერჩევა, რეკომენდაციების შეთავაზება ონლაინპრეზენტაციის გამოსაყენებლად.
კვლევის ამოცანების შესაბამისად შერჩეული კვლევის მეთოდები განაპირობებს მიღებული შედეგების სანდოობას.
კვლევის მეცნიერული სიახლეა სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნისა და გამოყენების მნიშვნელობის დასაბუთება და რეკომენდაციების შეთავაზება დასახელებული მეთოდის გამოსაყენებლად.
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს განათლების ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი მასალები, ნაშრომები, სახელმწიფო უწყების ოფიციალური მონაცემები.
მასალები წარმოდგენილია რეკომენდაციების, ნიმუშების სახით, რაც ამაღლებს მის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას.
ნაშრომის გამოყენება შეუძლია მასწავლებლებს, განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის პროგრამის სტუდენტებსა და ლექტორებს.
ნაშრომი შედგება 2 თავის, 9 პარაგრაფის, კვლევის, დასკვნებისა და ლიტერატურის დასახელებისაგან.
URI: https://openscience.ge/handle/1/2622
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nutsa Tsinaridze Samagistro.pdfინტერაქტიული პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი493.56 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

122
checked on Apr 26, 2024

Download(s)

1,462
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.