გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/2284
სათაური: | მტკიცების სტანდარტი გამოძიების სტადიაზე | ავტორები: | გოგეშვილი, თორნიკე | ხელმძღვანელი: | მეურმიშვილი, ბესიკ | ხარისხის სახელი: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | სამართლის სამაგისტრო პროგრამა | განათლების საფეხური (0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო): | 1 | დაწესებულება: | East European Univeristy აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი | საკვანძო სიტყვები: | სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა |
გამოცემის თარიღი: | 2021 | გამომცემელი: | East European Univeristy აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | წინამდებარე ნაშრომი შეეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე უფლებამოსილი პირისათვის სახელმძღვანელო მტკიცებულებითი სტანდარტის - დასაბუთებული ვარაუდის ცნებისა და არსის განმარტებას. გამოძიება სისხლის სამართლის საქმის წარმოების უმნიშვნელოვანესი სტადიაა, რადგან სწორედ გამოძიების სტადიაზე, მხარეთა მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიიღოს სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება - დამნაშავეა თუ არა ბრალდებული. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ხშირ შემთხვევაში ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შედეგად მოიპოვება. დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტი და შესაბამისი (სასამართლო კონტროლის) პროცედურების განსაზღვრა სწორედ ამ ძირითადი უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების სახელმძღვანელო სტანდარტის შინაარსი ძირითადი უფლებების შეზღუდვის ჭრილში მეტად აქტუალურია. აღნიშნული მტკიცებულებითი სტანდარტი განხილული იქნება კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით. გაანალიზებული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული როგორც ქართული, ისე სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკა. წარმოჩენილი იქნება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტთან დაკავშირებული, პრაქტიკაში არსებული პრობლემები და შემოთავაზებული იქნება მათი გადაჭრის შესაძლო გზები. ნაშრომის პირველი თავი ეთმობა სისხლის სამართლის პროცესში მტკიცების სტანდარტებსა და დასაბუთებული ვარაუდის ცნებისა და დანიშნულების განმარტებას. მეორე თავი - სისხლისსამართლებრივი დევნისა და ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების მტკიცებულებით საფუძვლებს, ცალკეული, პრობლემატური შემთხვევების განხილვასა და ანალიზს, სასამართლო პრაქტიკის ანალიზს. მესამე თავში მოკლედაა მიმოხილული გამოძიების სტადიაზე მტკიცების სტანდარტები კონტინენტური ევროპის და ანგლო-ამერიკული სამართლებრივი სისტემის ქვეყნებში არსებული კვლევის საგანთან დაკავშირებული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, გაკეთებულია შედარებით-სამართლებრივი ანალიზი. ასევე განხილულია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/2284 |
ჩანს კოლექციებში: | იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Tornike Gogishvili Samagistro .pdf | მტკიცების სტანდარტი გამოძიების სტადიაზე | 549.38 kB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
195
checked on May 5, 2024
გადმოწერა
1,585
checked on May 5, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.