გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2142
სათაური: ორგანიზაციის კრიზისული სიტუაციის მართვის პროცესებში HR დეპარტამენტის როლი
ავტორები: სულთანიშვილი, სოფიკო 
ხელმძღვანელი: ბიბილაშვილი, ლილი 
ხარისხის სახელი: Master of the HRM
ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ორგანიზაციის კრიზისული სიტუაციის მართვის პროცესები
HR დეპარტამენტის როლი
კრიზის მენეჯმენტი,
COVID-19 პანდემია და მისი გავლენა შრომით ურთიერთობებზე
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The master's thesis "The role of the HR department in the organization's crisis management processes" consists of four chapters. The master thesis also consists of an introductory part which outlines the topic, the purpose of the research and the objectives of the research.
The first chapter of the literature review section discusses crisis management, and consider-ing the importance of the topic, a separate subsection is dedicated to the COVID-19 pandemic and its impact on labor relations.
In the second chapter, we review human resource management and the importance of the role of the HR department in an organization’s crisis situation.
The third chapter of the paper discusses the research methodology. It describes that the study was conducted by a mixed method, both qualitative and quantitative. The target group of the study consisted of HR specialists and the employees in whose organization the HR department operates.
HR specialists are selected from ten different types of organizations, which differ in both activities and number of employees.
Due to the specifics, first of all, the research was conducted by a qualitative method, which required a quantitative need.
The selection of HR specialists and subordinate staff was done in order to see and evaluate the current situation from the perspective of both parties.
The last chapter includes the results of the research and its interpretation. The results of the research contain all the important questions and answers that influenced the final result of the research. In it, the qualitative results are discussed by the coding method, while the quantitative diagrams are shifted by percentages.
The interpretation of the research results discusses the analysis of both quantitative and qualitative research. No 100% agreement was found between the two research methods. A qualitative study, where HR specialists are interviewed, highlighted the need and value of human resource management in the management processes of an organization during a crisis period, in particular the COVID-19 pandemic.
Finally, the research revealed that the HR department plays one of the most important and responsible roles in the management of the organization, which is mentioned in the interpretation of the research results.
The conclusion discusses the value of this research and summarizes its results.

სამაგისტრო ნაშრომი „ორგანიზაციის კრიზისული სიტუაციის მართვის პროცესებში HR დეპარტამენტის როლი“ მოიცავს ოთხ თავს. სამაგისტრო ნაშრომი, ასევე, შედგება შესავალი ნაწილისგან, სადაც გადმოცემულია თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები.
პირველ თავში ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში განხილულია კრიზის მენეჯმენტი,
და დღევანდელი აქტუალობიდან გამომდინარე ცალკე ქვეთავი აქვს დათმობილი COVID-19 პანდემიას და მის გავლენას შრომით ურთიერთობებზე.
მეორე თავში მიმოვიხილავთ ადამიანური რესურსების მართვას და ორგანიზაციის კრიზისულ სიტუაციაში HR დეპარტამენტის როლის მნიშვნელობას.
ნაშრომის მესამე თავში განხილულია კვლევის მეთოდოლოგია. მასში აღწერილია, რომ კვლევა ჩატარდა შერეული მეთოდით, როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდით. კვლევის სამიზნე ჯგუფი შედგებოდა HR სპეციალისტებისგან და იმ დასაქმებულებისგან, რომელთა ორგანზიაციაშიც ფუნქციონირებს HR დეპარტამენტი.
HR სპეციალისტები შერჩეულნი არიან ათი სხვადასხვა ტიპის ორგანიზციიდან, რომლებიც განსხვავდებიან როგორც საქმიანობით, ასევე თანამშრომელთა რაოდენობით.
სპეციფიკიდან გამომდინარე, პირველ რიგში, კვლევა ჩატარდა თვისებრივი მეთოდით, რამაც მოითხოვა რაოდენობრივის საჭიროება.
HR სპეციალისტებისა და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შერჩევა მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ დაგვენახა და შეგვეფასებინა არსებული სიტუაცია ორივე მხარის გადმოსახედიდან.
ბოლო თავი კი მოიცავს კვლევის შედეგებსა და მის ინტერპრეტაციას. კვლევის შედეგებში მოყვანილია ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა და პასუხი, რომელმაც გავლენა მოახდინა კვლევის საბოლოო შედეგზე. მასში თვისებრივი შედეგები განხილულია კოდირების მეთოდით, ხოლო რაოდენობრივის დიაგრამები გადატანილია პროცენტული მაჩვენებლებით.
კვლევის შედეგების ინტერპრეტაციაში განხილულია როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის ანალიზი. აღნიშნულ ორივე კვლევის მეთოდს შორის არ გამოვლენილა 100 %-იანი თანხვედრა. თვისებრივ კვლევაში, რომელშიც გამოკითხულია HR სპეციალისტები უფრო მეტად გამოიკვეთა ადამიანური რესურსების მართვის საჭიროება და ღირებულება ორგანიზაციის მართვის პროცესებში კრიზისულ პერიოდში, კერძოდ, COVID -19 პანდემიის დროს.
საბოლოოდ, კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ HR განყოფილებას ორგანიზაციის მართვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო როლი უჭირავს, რაც აღნიშნულია კვლევის შედეგების ინტერპერტაციაში.
დასკვნაში განხილული ნაშრომის ღირებულება და შეჯამებულია ჩატარებული კვლევის შედეგები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2142
ჩანს კოლექციებში:ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Sofiko Sultanishvili Samagistro.pdfორგანიზაციის კრიზისული სიტუაციის მართვის პროცესებში HR დეპარტამენტის როლი1.35 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

248
checked on May 2, 2024

გადმოწერა

721
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.