გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2116
სათაური: ტალანტების მართვის გავლენა თანამშრომელთა შენარჩუნებაზე
ავტორები: ბიკაშვილი, ანა 
ხელმძღვანელი: გონაშვილი, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of the HRM
ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Talent Management
Professional and Career Development
Employee Retention
ტალანტების მართვა
პროფესიული და კარიერული განვითარება
თანამშრომელთა შენარჩუნება
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the modern Vuca world and rapidly changing environment, ensuring the professional and career development of the employees is uttelry and critically important for maintaining the vitality of organizations in the face of global competition and generational change. In the current global pandemic, the need for companies to be prepared to respond to crises is becoming increasingly apparent, leading to highly qualified employees, their development and ongoing training, knowledge of critical positions and roles in the organization, and the preparation for future replacements. All of the abovementioned includes a talent management system that meets the high demands of professional and career development on the one hand and helps employers to overcome the challenges painlessly and maintain the talent in the company.
The paper discusses the importance of a talent management system in the modern business industry and also discusses its impact on employee retention. The aim of the research was to determine the challenges of talent management and the impact on the retention of employees in this system. To study the issue in depth the qualitative research has been carried out. The research participants were HR executives and HR business partners of Georgian and international companies with a talent management system introduced. 14 in-depth written and audio interviews (optional) have been conducted through a pre-structured questionnaire as part of the study.
The study found that there is a close relationship between talent management and employee retention, and one of the key factors for long-term employee retention for organizations is the availability of career and professional development opportunities. The results confirm that the implementation of the talent management system in the case of the companies participating in the study significantly led to rise in employee retention rates; The results obtained are quite significant, as the vast majority of Georgian organizations competing in the Georgian labor market are not yet talented, the system is now gaining relevance, therefore, the results of the survey provide the management of such companies with interest in the talent management system and its usefulnes

თანამედროვე ვუკა სამყაროში არსებულ არასტაბილურ და სწრაფად ცვალებად გარემოში, გლობალური კონკურენციისა და თაობათა ცვლის პირობებში ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მათში დასაქმებული თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარების უზრუნველყოფას. მიმდინარე მსოფლიო პანდემიურ პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება კომპანიებში წარმოშობილ კრიზისებზე საპასუხოდ მათი მზადყოფნის აუცილებლობა, რასაც განაპირობებს როგორც მაღალკვალიფიციური თანამშრომლების არსებობა, ასევე მათ განვითარებასა და უნარების მუდმივ განახლებაზე ზრუნვა, ორგანიზაციაში არსებული კრიტიკული პოზიციებისა და როლების ცოდნა და მათთვის მომავალი ჩამნაცვლებლების მომზადება/არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულს მოიცავს სწორედ ტალანტების მართვის სისტემა, რომელიც, ერთის მხრივ, დასაქმებულებს უკმაყოფილებს პროფესიული და კარიერული განვითარების მაღალ მოთხოვნილებებს და მეორეს მხრივ, დამსაქმებლებს ეხმარება არსებული გამოწვევების უმტკივნეულოდ გადალახვასა და კომპანიაში არსებული ტალანტის შენარჩუნებაში.
ნაშრომში საუბარია თანამედროვე ბიზნეს ინდუსტრიაში ტალანტების მართვის სისტემის მნიშვნელობაზე და ასევე განხილულია მისი გავლენა თანამშრომელთა შენარჩუნებაზე. ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის საკითხს წარმოადგენდა ტალანტების მართვის გამოწვევებისა და აღნიშნული სისტემის თანამშრომელთა შენარჩუნებაზე გავლენის დადგენა. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით გამოყენებული იქნა თვისებრივი კვლევის ტიპი. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს იმ ქართული და საერთაშორისო კომპანიების HR აღმასრულებლებმა და HR ბიზნესპარტნიორებმა, რომლებშიც დანერგილია ტალანტების მართვის სისტემა. კვლევის ფარგლებში წინასწარ სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით ჩატარდა 14 ჩაღრმავებული წერილობითი ან/და აუდიო ინტერვიუ (მონაწილეთა სურვილისამებრ).
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტალანტების მართვასა და თანამშრომელთა შენარჩუნებას შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირია და ორგანიზაციებისათვის დასაქმებულთა გრძელვადიანი შენარჩუნების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს სწორედ კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების არსებობა წარმოადგენს. შედეგები ადასტურებს, რომ ტალანტების მართვის სისტემის განხორციელებამ კვლევაში მონაწილე კომპანიების შემთხვევაში მნიშვნელოვნად განაპირობა თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებლების გაზრდა; მიღებული შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს შრომის ბაზარზე მოასპარეზე ქართული ორგანიზაციების დიდ უმრავლესობაში ტალანტების მართვა ჯერ კიდევ არ ხორციელდება. აღნიშნული სისტემა ახლა იძენს აქტუალურობას, შესაბამისად, კვლევის შედეგები ასეთი კომპანიების მენეჯმენტისათვის უზრუნველყოფს ტალანტების მართვის სისტემისადმი დაინტერესებას და მის სარგებლიანობაში დარწმუნებას
URI: https://openscience.ge/handle/1/2116
ჩანს კოლექციებში:ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Ana Bikashvili Samagistro.pdfტალანტების მართვის გავლენა თანამშრომელთა შენარჩუნებაზე597.23 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

374
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,133
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.