გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1773
სათაური: The Development of Viticulture and Winemaking Resources of Research in Meskheti
მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების რესურსების კვლევა
ავტორები: Berdzenidze, Dimitri 
ბერძენიძე, დიმიტრი 
ხელმძღვანელი: გოცირიძე, ოლანი 
ხარისხის სახელი: აგრარული მეცნიერებების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Viticulture-Winemaking 
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მესხური ვაზი
მევენახეობა ძველ მესხეთში
თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები
შავყურძნიანი ვაზის ჯიშები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In Master’s thesis is considered, that after the division of historic and geographical regions it is evidence significant micro zones in the point of view. In the region of Meskheti are variety of natural condition for the development, which is necessary each arrangements of strategy, it needs the complex study of each micro zone, ecological and climatic signs identify of environment, separate of problem issues. To solve the ways of problems in the scientific research the important place is to care the vine in the right way.
It is considered how to choose the species of vine to protect the vine from the winter freeze. The aim of this of this work is the biological development of vine in micro-region of Meskheti and climatic conditions to acquaint the basic information, which increases the harvest of vine and assist the local species of vine to grow.

სამაგისტრო ნაშრომში ეძღვნება მესხეთის, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის განვითარებისათვის საჭირო რესურსების კვლევას ისტორიულ, ტრადიციულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით. განხილულია ძველი მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის მდიდარი ტრადიციები, ვენახების გაშენების უნიკალური ტერასული მეთოდები, აღწერილია ადგილობრივი თეთრი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები, ნიადაგი, კლიმატიური გარემო, ვაზის გავრცელებული დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები.
მოცემულია თანამედროვე მესხეთის ეკოსისტემის ანალიზი დარგის განვითარების კონცეფციების შემუშავების თვალსაზრისით, იდენტიფიცირებულია ახალი მეურნეობების და მარნების წარმატებული ფუნქციონირების ხელშემწყობი და ხელშემშლელი პირობები, შეფასებულია სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების როლი .
ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა მესხეთის რეგიონში პერსპექტიული ვაზის ჯიშების გამოვლენას, მივიწყებული და დაკარგული ჯიშების აღდგენას, ადგილობრივი კლიმატური სპეციფიკის გათვალისწინებით ვენახის აგროტექნიკური ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობას, ვაზის ყინვისაგან დაცვის მეთოდების შემუშავებას.
დამუშავებული მასალების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია გარკვეული ხასიათის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას, მესხეთის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1773
ჩანს კოლექციებში:მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Dimitri Berdzenidze Samagistro.pdfმესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების რესურსების კვლევა1.5 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

187
checked on May 1, 2024

გადმოწერა

1,010
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.