გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1589
სათაური: ხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება
ავტორები: ხუსკივაძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: დვალაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: MSc in Geography
გეოგრაფიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება. Geomorphology, Cartography and Landscape Planning
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გეომორფოგენეზისის ფაქტორები
თანამედროვე გეოდინამიკური პროცესები
გეოეკოლოგიური დარაიონება
ანთროპოგენური რელიეფი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თემის აქტუალურობა: ხულოს მუნიციპალიტეტი საინტერესოა თავისი გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური პირობებით. ეს რეგიონი გამოირჩევა გეოდინამიკური პროცესების აქტიური გამოვლინების თვალსაზრისით. სტიქიური პროცესების განვითარება-გააქტიურება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების სირთულით, რელიეფის, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობების კონტრასტულობით და ადამიანის მაღალი ანთროპოგენური ზეგავლენით გარემოზე. ხულოს მუნიციპალიტეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით ხასიათდება, უნიკალურია ბუნებრივი პირობებით. მის ფარგლებში განლაგებული საინჟინრო-სამეურნეო ობიქტებით ქვეყანაში დოვლათის საკმაოდ დიდი ნაწილი იქმნება, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ინტენსიური საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობის და ბუნებრივი პირობების ურთიერთკავშირის შედეგად გამოწვეულ საშიშ გეოდინამიკურ პროცესებს გულისხმობს, რასაც დიდი ზიანი მოაქვს რეგიონისათვის.
კვლევის ობიექტი: კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხულოს მუნიციპალიტეტი,სადაც რელიეფის ანთროპოგენურმა ტრანსფორმაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.ბოლო პერიოდში გააქტიურებული არის სტიქიური პროცესები,რასაც მოჰყვა აგრეთვე ეკომიგრანტების რაოდენობის ზრდა.
მიზანი და ამოცანები:კვლევის მიზანს წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მდინარეების აუზური კვლევა, გეოეკოლოგიურად დაძაბული ტერიტორიების გამოვლენა, სტიქიური პროცესების გავრცელების არეალების შემოწმება საველე-საექსპედიციო პირობებში, მონაცემთა მიღება, დამუშავება და მათზე დაყრდნობით შესაბამისი გეოდინამიკური პროცესების რუკების შექმნა, რაც დაგვეხმარება სამომავლოდ სარისკო ზონების დაფიქსირებაში, შეფასებაში და შემდგომ მათი თავიდან აცილების გზების შემუშავებაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1589
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Xuskivadze Mariam.pdfხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება4.19 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

210
checked on Apr 29, 2024

გადმოწერა

759
checked on Apr 29, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.