გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1493
სათაური: სახლის გაგება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სხვადასხვა თაობაში
ავტორები: თაბაგარი, თამარ 
ბეგაშვილი, სოფიკო 
ხელმძღვანელი: წულაძე, ლია 
ხარისხის სახელი: Master of Sociology
სოციოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სოციოლოგია. Sociology -
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ყოველდღიური ცხოვრება აფხაზეთში
სახლის გაგება
ორ სახლთან დაკავშირებული შეგრძნებები და განცდები
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
This paper refers perception of A HOME in different generations of IDPs from Abkhazia. Issue
of IDPs and their sentiments are always important and urgent issue for Georgia. Internally
displaced people are people who have left their homes but have failed to cross the state
boundaries.
Internally displaced persons have a hard and dangerous road, it is difficult for them to adapt to a
foreign environment, and more importantly, they are suffering from a serious environmental
impact. People are experiencing their daily practices and familiar surroundings, which often
lead to their hard spiritual and psychological condition. The present paper deals with revealing
sentiments, attitudes, feelings and experiences related to the homes rest Abkhazia and currently
located in Tbilisi.
Our research aims to study the sentiments of internally displaced persons with respect to their
home. What is the feeling of the home when it comes to "real" and the current house. What is
the imaginary and remnant in the memory home, whether it is in the experience or if it is
heared.
The following objectives are laid out as per the purpose: understanding A HOME in older
generation who remembers their homes in Abkhazia; Understanding A HOME in young
generation who does not remember / see their homes in Abkhazia; What are these similar and
different sentiments in both generations to their current home and the house that they know in
memory or even only have heared about them.

მოცემული ნაშრომი ეხება სახლის გაგებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა სხვადასხვა თაობაში. დევნილთა საკითხი და მათთან დაკავშირებული
განწყობების გაჟღერება საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და
აქტუალური საკითხია. იძულებით გადაადგილებული პირები არიან ადამიანები,
რომლებმაც თავიანთი სახლები დატოვეს, მაგრამ არ გადაუკვეთავთ სახელმწიფოს
საზღვრები.
იძულებით გადაადგილებულ პირებს უწევთ მძიმე და სახიფათო გზის გავლა, მათთვის
რთულია უცხო გარემოსთან ადაპტირება და მით უმეტეს თავის დამკვიდრება. მძიმე
სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, პირველ რიგში იძულებით
გადაადგილებული პირები სულიერ ტრავმას განიცდიან, რაც მათი ფიზიკური
საცხოვრებლის უეცარი ცვლილებითაა გამოწვეული. ადამიანები წყდებიან თავიანთ
ყოველდღიურ პრაქტიკასა და ნაცნობ გარემოს, რაც ხშირად მათი მძიმე სულიერი და
ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიზეზი ხდება. სწორედ აფხაზეთში დარჩენილი და
თბილისის ამჟამინდელ სახლთან დაკავშირებული სენტიმენტების,
დამოკიდებულებების, შეგრძნებებისა და განცდების გამოვლენას ეხება მოცემული
ნაშრომი.
ჩვენი კვლევის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა სენტიმენტების შესწავლა
საცხოვრებლის მიმართ. როგორია თავად სახლის განცდა, როდესაც საქმე ეხება
„ნამდვილსა“ და ამჟამინდელ სახლს. როგორია წარმოსახვითი და მეხსიერებაში
დარჩენილი საცხოვრებელი, იქნება ეს გამოცდილებაში მქონე, თუ გადმოცემით
გაგებული.
მიზნის შესაბამისად დასმულია შემდეგი სახის ამოცანები: სახლის გაგება უფროს
თაობაში, რომელსაც ახსოვს თავიანთი სახლი აფხაზეთში; სახლის გაგება ახალგაზრდა
თაობაში, რომელსაც არ ახსოვს/არ უნახავს თავიანთი სახლი აფხაზეთში; რა მსგავსი და
განსხვავებული სენტიმენტებია ორივე თაობაში მათი ამჟამინდელი სახლის და იმ
სახლის მიმართ, რომელიც მეხსიერებაშია ან გადმოცემით იციან.
URI: https://openscience.ge/handle/1/1493
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis.Tabagari.Begashvili sociologia.pdfსახლის გაგება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულპირთა სხვადასხვა თაობაში965.09 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

131
checked on May 18, 2024

გადმოწერა

301
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.