გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1133
სათაური: ინტერნეტსივრცეში ნაწარმოების უნებართვოდ გამოყენება და მასთან ბრძოლის საშუალებები
ავტორები: ცინცაძე, გვანცა 
ხელმძღვანელი: ჯორბანაძე, სანდრო 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სასამართლო აკრძალვა
საავტორო უფლებები
დირექტივა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ინტერნეტის შექმნამ დააკავშირა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ადამიანები, ამასთან, შექმნა საავტორო უფლებების დარღვევის უპრეცედენტო საფრთხე. სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ-ფორუმების გააქტიურებამ გაართულა საავტორო უფლებების აღსრულება და ამასთან, ზღვარი, თუ რა უნდა იყოს და არ უნდა იყოს დაცული საავტორო სამართლით, გააუფერულა. საავტორო და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ჩამოყალიბებას რამდენიმე თეორია უდევს საფუძვლად, მათი საერთო აზრი ისაა, რომ ინდივიდისა და საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია კულტურა, კულტურას კი ქმნიან ავტორები, რომელთაც საკმარისი მოტივაცია (მათ შორის, ფინანსური) უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ გააგრძელონ ნაწარმოებების შექმნა. ავტორების ინტელექტუალური შრომის დაფასება სამართლიანია და ამასთან, საერთო კეთილდღეობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
საავტორო უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.ინტერნეტ-მეკობრეობასთან ბრძოლის საშუალებები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციები და ინდუსტრიის მიერ ნებაყოფლობით დანერგილი პრაქტიკა. ასევე განასხვავებენ ჩარევა მეკობრეობის რომელ მხარეს ეხება: მოხმარებას თუ მიწოდებას.
საავტორო უფლების დაცვის სფეროში მოქმედებს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც აწესებენ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელთა დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან, მიზნად ისახავენ აღსრულების მექანიზმების დანერგვასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1133
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tsintsadze.pdfინტერნეტსივრცეში ნაწარმოების უნებართვოდ გამოყენება და მასთან ბრძოლის საშუალებები1.27 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

412
checked on May 1, 2024

გადმოწერა

1,804
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.