Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1133
Title: ინტერნეტსივრცეში ნაწარმოების უნებართვოდ გამოყენება და მასთან ბრძოლის საშუალებები
Authors: ცინცაძე, გვანცა 
Advisor: ჯორბანაძე, სანდრო 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: სასამართლო აკრძალვა
საავტორო უფლებები
დირექტივა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ინტერნეტის შექმნამ დააკავშირა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ადამიანები, ამასთან, შექმნა საავტორო უფლებების დარღვევის უპრეცედენტო საფრთხე. სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ-ფორუმების გააქტიურებამ გაართულა საავტორო უფლებების აღსრულება და ამასთან, ზღვარი, თუ რა უნდა იყოს და არ უნდა იყოს დაცული საავტორო სამართლით, გააუფერულა. საავტორო და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ჩამოყალიბებას რამდენიმე თეორია უდევს საფუძვლად, მათი საერთო აზრი ისაა, რომ ინდივიდისა და საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია კულტურა, კულტურას კი ქმნიან ავტორები, რომელთაც საკმარისი მოტივაცია (მათ შორის, ფინანსური) უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ გააგრძელონ ნაწარმოებების შექმნა. ავტორების ინტელექტუალური შრომის დაფასება სამართლიანია და ამასთან, საერთო კეთილდღეობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
საავტორო უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.ინტერნეტ-მეკობრეობასთან ბრძოლის საშუალებები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციები და ინდუსტრიის მიერ ნებაყოფლობით დანერგილი პრაქტიკა. ასევე განასხვავებენ ჩარევა მეკობრეობის რომელ მხარეს ეხება: მოხმარებას თუ მიწოდებას.
საავტორო უფლების დაცვის სფეროში მოქმედებს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც აწესებენ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელთა დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან, მიზნად ისახავენ აღსრულების მექანიზმების დანერგვასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1133
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro tsintsadze.pdfინტერნეტსივრცეში ნაწარმოების უნებართვოდ გამოყენება და მასთან ბრძოლის საშუალებები1.27 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

418
checked on Jun 13, 2024

Download(s)

1,823
checked on Jun 13, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.