გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1130
სათაური: სამედიცინო პერსონალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი
სხვა სათაურები: შედარებით-სამართლებრივი კვლევა
ავტორები: გაჩეჩილაძე, გიორგი 
ხელმძღვანელი: ხარაიშვილი, ანა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სამედიცინო საქმიანობა
სამედიცინო პერსონალი
პაციენტის უფლება-მოვალეობები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი უფლებაა, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა მისი სამართლებრივად დაცვა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, წარმოაჩინა რომ ადამიანთა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა უკვე ვეღარ წესრიგდებოდა მხოლოდ ტრადიციებისა და ეთიკის ნორმების ხარჯზე, საჭირო გახდა რომ, ეს ურთიერთობა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულიყო. სამედიცინო სფეროს უმთავრესი და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი -ექიმია, როგორც ამბობენ, ექიმობა ის პროფესიაა, რომელიც ყველგან თანაბრად მოქმედებს, მას არ აქვს საზღვრები და არ გააჩნია შეზღუდვები, როგორც ცნობილია ექიმი ყველგან ექიმია, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, ღია ზღვასა თუ ჰაერში. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი შემოუნახავს ისტორიას და კიდევ არაერთს შევხვდებით ჩვენს რეალობაში. სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა პროფესიებისგან, სწორედ ეს აძლევს მას იმ განსაკუთრებულობის შესაძლებლობას რაც ამ პროფესიას გააჩნია. ექიმის სტატუსი იმის გარანტია რომ ამ ადამიანს უკვე გააჩნია ის პასუხისმგებლობა რომ ყველგან და ყოველთვის დაიცავს იმ უძვირფასესს რასაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია.
სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ მიიყვანა კაცობრიობა იმ დასკვნამდე რომ საჭირო იყო მკაცრად გაკონტროლებულიყო ეს სფერო, როგორც სამედიცინო პერსონალის ასევე პაციენტების უფლება-მოვალეობების კუთხით, ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიურად მოხდა ამ სფეროს რეგულირებისკენ შესაბამის ნაბიჯების გადადგმა, შეიქმნა სხვადასხვა სპეციალური კანონი, ასევე მოხდა საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება, რათა აქტიურად მომხდარიყო პაციენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. საქართველოში მოქმედი კანონები ერთ-ერთი თანამედროვე და ჩვენს რეალობას ზუსტად მორგებული სამართლებრივი აქტებია, მაქსიმალურად არის მოწესრიგეული სიტუაციის განვითარების ყველა შესაძლო სცენარი, მაგრამ არის მაინც გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით კი ექიმთა მოქმედებებისა და მათი უფლებების დაცვის მხრივ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1130
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gachechiladze.pdfსამედიცინო პერსონალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი (შედარებით-სამართლებრივი კვლევა)834.65 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

350
checked on May 4, 2024

გადმოწერა

2,376
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.