Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/1130
Title: | სამედიცინო პერსონალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი | Other Titles: | შედარებით-სამართლებრივი კვლევა | Authors: | გაჩეჩილაძე, გიორგი | Advisor: | ხარაიშვილი, ანა | Degree Name: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
Degree Discipline: | სამართალი/LAW | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
Keywords: | სამედიცინო საქმიანობა სამედიცინო პერსონალი პაციენტის უფლება-მოვალეობები |
Issue Date: | 2019 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი უფლებაა, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა მისი სამართლებრივად დაცვა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, წარმოაჩინა რომ ადამიანთა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა უკვე ვეღარ წესრიგდებოდა მხოლოდ ტრადიციებისა და ეთიკის ნორმების ხარჯზე, საჭირო გახდა რომ, ეს ურთიერთობა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულიყო. სამედიცინო სფეროს უმთავრესი და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი -ექიმია, როგორც ამბობენ, ექიმობა ის პროფესიაა, რომელიც ყველგან თანაბრად მოქმედებს, მას არ აქვს საზღვრები და არ გააჩნია შეზღუდვები, როგორც ცნობილია ექიმი ყველგან ექიმია, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, ღია ზღვასა თუ ჰაერში. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი შემოუნახავს ისტორიას და კიდევ არაერთს შევხვდებით ჩვენს რეალობაში. სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა პროფესიებისგან, სწორედ ეს აძლევს მას იმ განსაკუთრებულობის შესაძლებლობას რაც ამ პროფესიას გააჩნია. ექიმის სტატუსი იმის გარანტია რომ ამ ადამიანს უკვე გააჩნია ის პასუხისმგებლობა რომ ყველგან და ყოველთვის დაიცავს იმ უძვირფასესს რასაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ მიიყვანა კაცობრიობა იმ დასკვნამდე რომ საჭირო იყო მკაცრად გაკონტროლებულიყო ეს სფერო, როგორც სამედიცინო პერსონალის ასევე პაციენტების უფლება-მოვალეობების კუთხით, ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიურად მოხდა ამ სფეროს რეგულირებისკენ შესაბამის ნაბიჯების გადადგმა, შეიქმნა სხვადასხვა სპეციალური კანონი, ასევე მოხდა საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება, რათა აქტიურად მომხდარიყო პაციენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. საქართველოში მოქმედი კანონები ერთ-ერთი თანამედროვე და ჩვენს რეალობას ზუსტად მორგებული სამართლებრივი აქტებია, მაქსიმალურად არის მოწესრიგეული სიტუაციის განვითარების ყველა შესაძლო სცენარი, მაგრამ არის მაინც გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით კი ექიმთა მოქმედებებისა და მათი უფლებების დაცვის მხრივ. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1130 |
Appears in Collections: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro gachechiladze.pdf | სამედიცინო პერსონალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი (შედარებით-სამართლებრივი კვლევა) | 834.65 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
350
checked on May 4, 2024
Download(s)
2,376
checked on May 4, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.