გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/993
სათაური: | რეფორმირებული იპოთეკის სამართალი | ავტორები: | თოიძე, რუსუდან | ხელმძღვანელი: | რუსიაშვილი, იორგი | ხარისხის სახელი: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | სამართალი/LAW | განათლების საფეხური (0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო): | 1 | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | იპოთეკა სსკ-ის 286-ე მუხლი სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილი |
გამოცემის თარიღი: | 2019 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | იპოთეკას, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, დიდი ხნის ისტორია აქვს, ამასთან, მისი გამოყენების პრატიკული და თეორიული მხარე საქართველოს რეალობაში საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. იმისათვის, რომ იპოთეკამ განაგრძოს საკანონმდებლო დონეზე სწორი განვითარება აუცილებელია მის მომწესრიგებელ ნორმებში შესული თითოეული ცვლილების ძირეული შესწავლა, კვლევა და შეფასება. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯს წარმოადგენს 2018 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით სამოქალაქო კოდექსში, კერძოდ, იპოთეკის სამართალში, შესული ცვლილებები. წინამდებარე ნაშრომის მიზანი არის იპოთეკის სამართალში განხორციელებული აღნიშნული ცვლილების ანალიზი, შეფასება და მიზნის მიღწევის უკეთესი გზის წარმოჩენა. საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა თუ სოციალურმა მდგომარეობამ გამოიწვია უზრუნველყოფის სამართალში ცვლილებების განხორციელება. შესაძლოა, ეს ცვლილებები წარმოადგენდეს რეფორმის აუცილებლობის დანახვას და არა ცვლილების მიზნობრივად განხორციელებას. საფინანსო სექტორისა და ე.წ. მევახშეთა მდგომარეობის აყვავება თანამედროვეობის გამოწვევაა. კაპიტალის დაგროვებაზე ორიენტირებული სესხის გამცემი სუბიექტების არსებობა ბოლო რამდენიმე წელია ქვეყნის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ჩნდება კითხვები, რამდენად იყო იპოთეკის სამართალში განხორცილებული ცვლილებები საჭირო და მიზნის მიღწევის ადეკვატური საშუალება? როგორ გავლენას ახდენს ცვლილებები მომხმარებელთა უფლებებზე? ცვლილებით იცვლება თუ არა საფინანსო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მდგომარეობა? |
URI: | https://openscience.ge/handle/1/993 |
ჩანს კოლექციებში: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
samagistro thoidze.pdf | რეფორმირებული იპოთეკის სამართალი | 987.06 kB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
206
checked on Sep 13, 2024
გადმოწერა
1,681
checked on Sep 13, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.