გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/988
სათაური: მედიაციის პროცესში ადვოკატ-წარმომადგენლის ეთიკის სტანდარტი და რეგულირების ფარგლები
ავტორები: რაზმაძე, ნინო 
ხელმძღვანელი: ჩიტაშვილი, ნათია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ადვოკატ-წარმომადგენელი
კლიენტის ინტერესები
პროფესიული ეთიკა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ადამიანი მრავალი ურთიერთობის მონაწილეა, ურთიერთობათა
გარკვეული ნაწილი ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის სახეს იღებს, მისი
სუბიექტები კი ცდილობენ ამ უთანხმოების გადაჭრის გზების გამოძებნას.
კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს: აზრთა
სხვადასხვაობა, განსხვავებული ღირებულებები, შეფასებები, მოსაზრებები
და სხვა.
საუკუნეების განმავლობაში, საზოგადოება კონფლიქტის გადაჭრისთვის
სასამართლოს მიმართავდა,
თუმცა იურისტები დღემდე განაგრძობენ ფიქრს
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული,
უკეთესი და ბევრად ეფექტიანი გზის
გამოძებნაზე.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ ალტერნატიულ საშუალებას
წარმოადგენს მედიაცია, რომელიც საქართველოში შედარებით ახალი
ინსტიტუტია და ქართულ სამართლებრივ სივრცეში ცდილობს ადგილის
დამკვიდრებას.
სამოც წელზე მეტია, რაც მედიაცია საყოველთაოდ მიღებული გახდა,
მათ შორის შიდასახელმწიფოებრივი და გარე კონფლიქტების
მოსაგვარებლად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცივი ომი დასრულდა და
ადამიანები
მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.
მედიაცია წარმოადგენს სპეციალური ცოდნის მქონე, ნეიტრალური
პირის მიერ წარმართულ მოლაპარაკების პროცესს, სადაც მესამე პირი -
მედიატორი ეხმარება დაპირისპირებულ მხარეებს მათ შორის წარმოშობილი
უთანხმოების შეთანხმებით დასრულებაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/988
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro razmadze.pdfმედიაციის პროცესში ადვოკატ-წარმომადგენლის ეთიკის სტანდარტი და რეგულირების ფარგლები818.52 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

152
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

1,191
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.