Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/976
Title: დედათა და ჩვილთა მოკვდაობა საქართველოში
Authors: ღუტიძე, მარიამ 
Advisor: სახვაძე, ანზორ 
Degree Name: Master of Social Sciences in Demography
სოციალური მეცნიერებების მაგისტრი დემოგრაფიაში
Degree Discipline: დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია (Demography and Population Geography)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: დედათა და ჩვილთა მოკვდაობის არსი
ჩვილთა მოკვდაობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით
დედათა და ჩვილთა მოკვდაობის შემცირების პერსპექტივები
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The following paper deals with one of the burning problem of Maternal and infant mortality in Georgia, that is still significantly widespread in Georgia, requiring an urgent attention. It also aims to reveal the essence of the issue, at what level of development Georgia is and what is the situation in the world.
Unfortunately, hundreds and thousands of women and babies (a child the age of 0 to 1) die every day in the world for various reasons, whether it is economic, political, social or other.
Generally, the object of the demographic study is the population. This is a living organism where develops significant demographic processes. While researching the thesis, there is a certain segment of the population, in particular, women who died of pregnancy problems or complications arising during childbirth as well as infants who have died before the age of 1 for various reasons.
The paper aims to describe the dynamics of maternal and infant mortality over a long period of time and show its specifics in Georgia and determine the ways of solving and mitigating the problem, emphasizing the key factors influencing the situation.
The maternal and infant mortality studies are the subject only to Disease Control and Prevention National Center (and only recently) up to present, highlighting the issue only to health perspective, that’s why our purpose is the demographic analysis of the problem as maternal and infant mortality is always caused by health condition or low quality of medical institution services.
The impact of environmental factors, political and social conditions, ecology and lifestyle is important.

წინამდებარე ნაშრომის, „დედათა და ჩვილთა მოკვდაობა საქართველოში“, მიზანია ერთ-ერთი იმ მწვავე დემოგრაფიული პრობლემის წარმოჩენა, რომელიც დღესაც საგრძნობლადაა გავრცელებული საქართველოში და აუცილებელ ყურადრებას საჭიროებს.
აგრეთვე მისი მიზანია გამოკვეთოს განსახილველი საკითხის არსი, აჩვენოს თუ განვითარების რა ეტაპზეა ამ მხრივ საქართველო ახლა და როგორი მდგომარეობაა მსოფლიოში.
სამწუხაროდ, ყოველდღიურად ასობით და ათასობით ქალი და ჩვილი (0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვი) იღუპება მსოფლიოში სხვადასხვა მიზეზის გამო, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა. დემოგრაფიის შესწავლის ობიექტს წარმოადგენს ზოგადად მოსახლეობა. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც ვითარდება მნიშვნელოვანი დემოგრაფიული მოვლენები და პროცესები. ხოლო ნაშრომის კვლევის ობიექტია მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი, კერძოდ, ის ქალები, რომლებიც გარდაიცვალნენ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემებით ან მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებებით. ასევე ჩვილები, რომლებიც 1 წლის ასაკის მიღწევამდე გარდაიცვალნენ სხვადასხვა მიზეზით.
ნაშრომის ამოცანაა შეძლებისდაგვარად აღწეროს დედათა და ჩვილთა მოკვდაობის დინამიკა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და აჩვენოს მისი სპეციფიკა საქართველოში. ხოლო არსებული ვითარებიდან გამომდინარე დასახოს პრობლემის გადაჭრისა და შემსუბუქების გზები. ხაზი გაუსვას იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ვითარების ჩამოყალიბებაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით ტარდება დედათა და ჩვილთა მოკვდაობის გამოკვლევები (ისიც მხოლოდ ბოლო პერიოდში), რომლებიც საკითხს მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით აშუქებს, ამიტომაც ჩვენი ნაშრომის ძირითად მიზანს პრობლემის დემოგრაფიული ანალიზი წარმოადგენს, რადგან დედებისა და ჩვილების სიკვდილი ყოველთვის ჯანმრთელობის მდგომარეობით ან სამედიცინო დაწესებულების მომსახურების დაბალი ხარისხით არ არის გამოწვეული. მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორების, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის, ეკოლოგიისა და ცხოვრების წესის გავლენა.
URI: https://openscience.ge/handle/1/976
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis. Ghutidze demografia.pdfდედათა და ჩვილთა მოკვდაობა საქართველოში1.06 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

83
checked on Jun 26, 2024

Download(s)

479
checked on Jun 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.