გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/974
DC ველი | მნიშვნელობა | ენა |
---|---|---|
dc.contributor.advisor | ივანიძე, მაია | ka |
dc.contributor.author | ბეგიაშვილი, მარიამ | ka |
dc.date.accessioned | 2019-12-10T07:06:29Z | - |
dc.date.available | 2019-12-10T07:06:29Z | - |
dc.date.issued | 2019 | - |
dc.identifier.uri | https://openscience.ge/handle/1/974 | - |
dc.description.abstract | დანაშაულებრივი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, იმ ობიექტური პროცესების მხრივ განიხილება, რომლებიც პირის ნებით იქნა გამოწვეული. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პირის ნებელობით ქცევასა და დამდგარ შედეგს შორის არსებული კავშირის დადგენა. დანაშაულებრივი ქმედება მოქმედი პირის ნების შინაარსის მიხედვითაც განიხილება. აქ კი ის პროცესები იგულისხმება, რომლებიც პირის ფსიქიკაში მიმდინარეობს. დანაშაულის სუბიექტური მხარის შინაარსი და მნიშვნელობა ზოგადად, ფსიქიკის ისეთი ელემენტების ანალიზის საფუძველზე დგინდება, როგორიცაა ადამიანის აზრები, გრძნობები, განზრახვა, ნებელობა. დანაშაულის სუბიექტური მხარის შემადგენელი ნიშანი თავისებურად ასახავს დანაშაულის ფსიქიკურ შინაარსს. როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებლობითი ბრალის განსაზღვრისას სათვალავში მიიღება ფსიქიკის ორი ელემენტი - ინტელექტუალური და ნებელობითი.“1 წინარე ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს ქცევის ძირითადი ფსიქოლოგიური ასპექტების გამოკვეთა, მათი სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივ გაუფრთხილებლობასთან იდენტიფიცირება და ამ გზით გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტების დადგენა. ნაშრომში გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები ქცევის დახასიათების ფარგლებშია განხილული. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის სახელწოდებაა „გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები“, გვერდს ვერ ავუვლით განზრახვასა და განზრახი ქცევის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რადგან, არაპირდაპირ განზრახვასა და თვითიმედოვნებას შორის საკმაოდ მცირე განსხვავება არსებობს. ამასთან, იმ ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვა, რაც ზოგადად ქცევას ახასიათებს, ძალზედ საინტერესოა როგორც განზრახვის, ისე გაუფრთხილებლობის ნაწილში. საინტერესოა ის ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც ქცევის და მისი შემადგენლების განმარტებისას, მიგვითითებენ სისხლისსამართლებრივ განზრახ ქმედებასა და სისხლისსამართლებრივ გაუფრთხილებლობით ქმედებას შორის ურთიერთმიმართებაზე. სწორედ ამ და სხვა არგუმენტების მხედველობაში მიღებით, კვლევისას საუბარია ასევე იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეც, რომლებიც ახასიათებს გაუფრთხილებლობას და მის ქცევაში განხორციელებას განაპირობებს. | ka |
dc.language.iso | ka | en |
dc.publisher | Ivane Javakhishvili Tbilisi State University | en |
dc.publisher | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | ka |
dc.subject | გაუფრთხილებლობის საკანონმდებლო რეგულაცია | ka |
dc.subject | გაუფრთხილებლობითი დანაშაული | ka |
dc.subject | ქმედებისა და ქცევის ურთიერთმიმართება | ka |
dc.title | გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები | ka |
dc.title.alternative | Psychological Aspects of Negligence | en |
dc.type | master thesis | en |
dc.type | სამაგისტრო ნაშრომი | ka |
thesis.degree.name | Master of Law | en |
thesis.degree.name | სამართლის მაგისტრი | ka |
thesis.degree.level | 1 | - |
thesis.degree.discipline | სამართალი/LAW | ka |
dc.contributor.institution | Ivane Javakhishvili Tbilisi State University | en |
dc.contributor.institution | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | ka |
dc.contributor.faculty | Faculty of Law | en |
dc.contributor.faculty | იურიდიული ფაკულტეტი | ka |
item.languageiso639-1 | ka | - |
item.cerifentitytype | Publications | - |
item.cerifentitytype | Publications | - |
item.openairetype | master thesis | - |
item.openairetype | სამაგისტრო ნაშრომი | - |
item.openairecristype | http://purl.org/coar/resource_type/c_bdcc | - |
item.openairecristype | http://purl.org/coar/resource_type/c_18cf | - |
item.fulltext | With Fulltext | - |
item.grantfulltext | open | - |
ჩანს კოლექციებში: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
samagistro begiashvili.pdf | გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები (Psychological Aspects of Negligence) | 670.98 kB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
163
checked on May 17, 2024
გადმოწერა
1,236
checked on May 17, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.