Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. რესოციალიზაციის როგორც სასჯელის მიზნის მიღწევის პრობლემა დახურული ტიპის დაწესებულებაში
 
  • Details
Options

რესოციალიზაციის როგორც სასჯელის მიზნის მიღწევის პრობლემა დახურული ტიპის დაწესებულებაში

Date Issued
2019
Author(s)
რობაქიძე, ანა  
Advisor(s)
ივანიძე, მაია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/971
Abstract
სასჯელის მიზნების მიღწევა, ქართული სისხლის სამართლის
განვითარებასთან ერთად, მოითხოვს საკითხის უფრო სიღრმისეულ შესწავლასა
და ანალიზს, ასევე ნორმათა კონკრეტიზებას და შინაარსის სწორ სამართლებრივ
დასაბუთებას. აღნიშნული კი მეტად მნიშვნელოვანი და მეტიც, აუცილებელიც
კია სამართლიანი სახელმწიფოს არსებობისთვის. სასჯელის მიზნების შესწავლა
ასევე აქტუალურია სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის
თვალსაზრისითაც.
საზოგადოების განვითარებასთან და სისხლის სამართლის პოლიტიკის
ლიბერალიზაციასთან ერთად, სასჯელის მიზნებზე მსჯელობა, განსაკუთრებით,
კი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე მსჯელობა აქტუალური გახდა
ქართულ რეალობაში. დანაშაულთა სტატისტიკის დიდი მაჩვენებელი ქვეყანაში
მოითხოვს, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პრინციპის ქმედით
განხორციელებას. რადგან დანაშაულის რიცხვის დიდი ოდენობა,
მნიშვნელოვანი ვალდებულება და დიდი გამოწვევაა სახელმწიფოს სისხლის
სამართლის პოლიტიკისთვის. წინამდებარე სამაგისტრო თემის კვლევის საგანია
თუ, რამდენად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს
სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ეფექტურობა და შედეგები
მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად და რამდენად
მიიღწევა მსჯავრდებულთა საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაცია, აგრეთვე რა
შემთხვევაში თვლის სახელმწიფო რესოციალიზაციას, როგორც სასჯელის
მიზანს, მიღწეულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რესოციალიზაციის
ირგვლივ არსებულ პრობლემატიკაზე მუშაობა დღევანდელი გადმოსახედიდან
რელევანტური და აქტუალურია.
საკითხის განხილვისას გამოიკვეთა არაერთი პრობლემა, რომელიც
კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე მიანიშნებს. რიგ შემთხვევებში ნორმის
ბუნდოვანება, საფუძველია იმისა, რომ იგი უფლებამოსილი პირის მიერ
შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული.
Subjects

რესოციალიზაცია

დახურული ტიპის დაწესე...

თავისუფლების აღკვეთა

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro robakidze.pdf

Description
რესოციალიზაციის როგორც სასჯელის მიზნის მიღწევის პრობლემა დახურული ტიპის დაწესებულებაში
Size

710.95 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):3ae7460f157480c71d9c1e47cdfb977a

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact