Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/967
Title: დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა საპროცესო შეთანხმების დადებისას
Authors: გოსტამაშვილი, მინდია 
Advisor: აქუბარდია, ირინა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: საპროცესო შეთანხმება
დაზარალებულის პროცესუალურ - სამართლებრივი როლი
დაზარალებულის უფლებამოსილება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
თემის აქტუალობა - საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის ერთ-ერთი მეტად საინტერესო პროცესულაური ინსტიტუტია, რომელსაც
მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს და მათ შორის
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაც.
საპროცესო შეთანხმებას, როგორც პროცესუალურ მოცემულობას ბევრ დადებით
მხარესთან ერთად ბევრი უარყოფითი თვისებაც გააჩნია. ერთ-ერთი უარყოფითი
ფაქტორი სწორედ დაზარალებულის უუფლებო მდგმარეობაა. წინამდებარე
სამაგისტრო თემაში შესაბამისად განხილული იქნება აღნიშნული ინსტიტუტის
სისხლისამართლებრივი ბუნება, და გაანალიზედება მისი მიმართება,
დაზარალებულის, როგორც დანაშაულებრივი ქმედებისგან ყველაზე მეტად ზიან
მიყენებული მონაწილის მიმართ. საპროცესო შეთანხმება, თავისთავად,
დაზარალებულის ინტერესებს ხელყოფს და ერთგვარად ორგვარად აზარალებს მას,
როგორც კონკრეტული ზიანის მიღებით, ისე პროცესუალური ბერკეტის არ ქონით,
რაც გამოიხატება იმ ასპექტში, რომ დაზარალებულ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა
გაასაჩივროს იგი. არის დანაშაულთა გარკვეული კატეგორიები, რომლის დროსაც
თვალსაჩინოა მსხვერპლისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი,
საპროცესო შეთანხმებით კი ხშირად ბრალდებულისათვის სასჯელის
შემსუბუქებით, დაზარალებულის ინტერესი სათანადო პასუხის გარეშე რჩება.
საპროცესო შეთანხმებას თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი აქტუალობა არ
დაუკარგავს საქართველოში მისი თხუტმეტწლიანი არსებობის მანძილზე, და
აღნიშნულზე სასამართლო სტატისტიკაც მიუთითებს.
თემის პრობლემატიკა: საპროცესო შეთანხმება, საკამოდ მობილური ფორმაა
საგამოძიებო ორგანოებისათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის
გამოსატანად, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და ამ შემთხვევაში, არც ზემოთ ჩემს
მიერ ნახსენები, ინსტიტუტია გამონაკლისი. ვინაიდან, ხშირად, სწრაფი
მართლმსაჯულების იდეას საკამოდ წონადი ინტერესები ეწირება, როგორც
დაზარალებულის, ისე მთლიანად ქვეყანაში დამნაშავეობასთან ბრძოლის
მექანიზმების. ხშირად საპროცესო შეთანხმება იწვევს უდანაშაულო პირის
მსჯავრდებას, ან კიდევ დამნაშავე პირს ტოვებს დაუსჯელს. საპროცესო შეთანხმების
ინსტიტუტს უკავშირდება ე.წ „ცრუ აღიარების“ და „არაგულწრფელი
მონანიების“ შემთხვევებიც. საპროცესო შეთანხმების პრობლემატიკას უკავშირდება
ზიანის ანაზღაურების სირთულე და დაზარალებულის მხრიდან პროცესუალური
ბერკეტის არ ქონა.
ერთი შეხედვით, საკმაოდ უწყინარი ინსტიტუტი უამრავი პრობლემის
შემცველია და სწორედ აღნიშნული გახდა ერთგვარად მაპროვოცირებელი ჩემთვის,
როგორც სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტისათვის, არჩევანი
შემეჩერებინა ამ მეტად მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე, თემისადმი დიდი
ინტერესიდან გამომდინარე სამაგისტრო ნაშრომში შევეცადეთ სამეცნიერო ჭრილში
გაგვეანალიზებინა ის პრობლემები, რაც საპროცესო შეთანხმებას ახასიათებს,
განსაკუთრებით დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობის კონტექსტში.
URI: https://openscience.ge/handle/1/967
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gostamashvili.pdfდაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა საპროცესო შეთანხმების დადებისას798.88 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

245
checked on Apr 26, 2024

Download(s)

1,815
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.