გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/941
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.contributor.advisorხერხეულიძე, ირინეka
dc.contributor.authorცერცვაძე, საბაka
dc.date.accessioned2019-12-09T10:57:08Z-
dc.date.available2019-12-09T10:57:08Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/941-
dc.description.abstractარასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული ყოველთვის არსებობდა და ასეა ახლაც, ნებისმიერ საზოგადოებაში. ამ დანაშაულებზე ადეკვატური საპასუხო რეაგირების განხორციელება კი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რაც აისახება სათანადო სასჯელებსა და სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებში. მსოფლიომ უკვე დიდი ხნის წინ აღიარა, რომ არასრულწლოვანი სრუწლოვნისგან განსხვავებულად უნდა განიხილებოდეს, რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება პირს, რომელსაც ზოგადად სამყაროს, კერძოდ კი, კანონის აღქმა შეზღუდული აქვს ინტელექტუალური მოუმწიფებლობის გამო. საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 12 ივნისს მიღებულმა კანონმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა, ქართულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არაერთი სიახლე შემოიტანა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად უნდა მივიჩნიოთ აღნიშნული კანონის 65-ე მუხლში ჩამოყალიბებული სასჯელის მიზნების ახლებური ფორმულირება, რაზე დაყრდობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრიორიტეტები გაცილებით უფრო მკაფიო გახდა, ამ პრიორიტეტების შესრულება კი დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ნაშრომის მიზანია სრულწლოვნების და არასრულწლოვნების სასჯელის მიზნებს შორის განსხვავებების გამოკვეთა და ამ განსხვავებების მნიშვნელობის განსაზღვრა. აგრეთვე, იმ გზებისა და მიდგომების გამოვლინება, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში საუკეთესოდ უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ დასახული მიზნების შესრულებას. კვლევა ეყრდნობა ისტორიულ, შედარებით-სამართლებრივ, ფორმალურ-ლოგიკურ, ანალიტიკურ, სისტემურ და სხვა სამეცნიერო მეთოდებს. კვლევის პროცესში მოხდება აღნიშნულ საკითხზე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის, სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების მიდგომების განხილვა. ნაშრომი შედგება შესავლის, დასკვნის, ბიბლიოგრაფიისა და 7 თავისგან. პირველ თავში მოკლედ იქნება განხილული სასჯელის ცნება სისხლის სამართლის მეცნიერებაში და მისი მიზნები.ka
dc.format.extent54 გვ.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectსასჯელის ცნებაka
dc.subjectარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიka
dc.subjectრესოციალიზაცია-რეაბილიტაციაka
dc.titleსასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაშიka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
thesis.degree.grantorივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.ka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.grantfulltextopen-
item.fulltextWith Fulltext-
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tsertsvadze.pdfსასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში1.03 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
მარტივი ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

162
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,521
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.