Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/941
Title: სასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში
Authors: ცერცვაძე, საბა 
Advisor: ხერხეულიძე, ირინე 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: სასჯელის ცნება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული ყოველთვის არსებობდა და ასეა
ახლაც, ნებისმიერ საზოგადოებაში. ამ დანაშაულებზე ადეკვატური საპასუხო
რეაგირების განხორციელება კი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
პასუხისმგებლობაა, რაც აისახება სათანადო სასჯელებსა და სასჯელის
ალტერნატიულ ღონისძიებებში. მსოფლიომ უკვე დიდი ხნის წინ აღიარა, რომ
არასრულწლოვანი სრუწლოვნისგან განსხვავებულად უნდა განიხილებოდეს,
რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება პირს, რომელსაც ზოგადად სამყაროს, კერძოდ კი,
კანონის აღქმა შეზღუდული აქვს ინტელექტუალური მოუმწიფებლობის გამო.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 12 ივნისს მიღებულმა კანონმა,
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა, რომელიც ძალაში 2016 წლის 1
იანვრიდან შევიდა, ქართულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში
არაერთი სიახლე შემოიტანა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად უნდა
მივიჩნიოთ აღნიშნული კანონის 65-ე მუხლში ჩამოყალიბებული სასჯელის
მიზნების ახლებური ფორმულირება, რაზე დაყრდობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრიორიტეტები გაცილებით უფრო მკაფიო
გახდა, ამ პრიორიტეტების შესრულება კი დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ნაშრომის მიზანია სრულწლოვნების და არასრულწლოვნების სასჯელის მიზნებს
შორის განსხვავებების გამოკვეთა და ამ განსხვავებების მნიშვნელობის განსაზღვრა.
აგრეთვე, იმ გზებისა და მიდგომების გამოვლინება, რომლებიც სისხლის
სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში საუკეთესოდ უზრუნველყოფს
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ დასახული მიზნების
შესრულებას.
კვლევა ეყრდნობა ისტორიულ, შედარებით-სამართლებრივ, ფორმალურ-ლოგიკურ,
ანალიტიკურ, სისტემურ და სხვა სამეცნიერო მეთოდებს. კვლევის პროცესში
მოხდება აღნიშნულ საკითხზე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის,
სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების მიდგომების განხილვა.
ნაშრომი შედგება შესავლის, დასკვნის, ბიბლიოგრაფიისა და 7 თავისგან.
პირველ თავში მოკლედ იქნება განხილული სასჯელის ცნება სისხლის სამართლის
მეცნიერებაში და მისი მიზნები.
URI: https://openscience.ge/handle/1/941
Appears in Collections:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro tsertsvadze.pdfსასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში1.03 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

79
checked on Sep 17, 2021

Download(s)

849
checked on Sep 17, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.