Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/940
Title: გადასახადისათვის თავის არიდება, როგორც დანაშაული და პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკულ-სამართლებრივი ასპექტები
Authors: დევდარიანი, თეონა 
Advisor: ფუტკარაძე, ედიშერ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: საგადასახადო დანაშაული
გადასახადისათვის თავის არიდება
სისხლის სამართალი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ბიზნესის განვითარებაზე, ბიზნესის
განვითარება კი ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სისტემაზე. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია სახელმწიფოში გატარებულ იქნას სწორი საგადასახადო პოლიტიკა,
რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მის სიმარტივეში, სამართლიანობასა და
გამჭვირვალობაში. საბოლოოდ, აღნიშნული უზრუნველყოფს სტაბილური
ფინანსური გარემოს შექმნას, საგადასახადო მართლშეგნების ამაღლებასა და
ინვესტიციების მოზიდვას.
საქართველოს საგადასახადო კულტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.
ბიზნესის ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოსვლა 2006 წლიდან დაიწყო
და ამ
ეტაპამდე არ არის დასრულებული. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკის 2019 წლის
წლიური ანგარიშის
მიხედვით, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივით
საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნების გვერდით,
როგორიცაა სინგაპური, ჰონკონგი, ახალი ზელანდია, დანია და სამხრეთ კორეა.
აღნიშნული რეიტინგი მოიცავს რამდენიმე მიმართულებით ქვეყნების შეფასებას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გადასახადების გადახდის სიმარტივე
(აღნიშნულ კომპონენტში საქართველო მე-16 ადგილს იკავებს). მსოფლიო ბანკის
შეფასებები, ძირითადად, ეყრდნობა დაბალ საგადასახადო განაკვეთებს, რასაც
საქართველოზე ვერ ვიტყვით, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ანგარიშში
აღნიშნულია, რომ საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული მარეგულირებელი ნორმებით
ბიზნესი, მათი პარტნიორები, აქციონერები. დოკუმენტში აგრეთვე მითითებულია
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხელმისაწვდომობა კრედიტორებისა და
დებიტორებისთვის, ხაზგასმულია საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
სიმარტივე.
2
სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან
გამომდინარე, ხელყოფის შემთხვევაში დაცულია, როგორც ადმინისტრაციული
(კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სანქციებით), ასევე
სისხლისსამართლებრივი ნორმებით.
მოცემული ნაშრომი ეხება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ
დანაშაულს – გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებას, რომელიც, მისი
ბლანკეტური შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსთან ერთად მოიცავს საგადასახადო კანონმდებლობასაც. შესაბამისად,
აღნიშნულ დანაშაულზე მსჯელობა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული ნორმებისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა
და სხვა მომიჯნავე საკანონმდებლო აქტების განხილვის გარეშე შეუძლებელია.
URI: https://openscience.ge/handle/1/940
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro devdariani.pdfგადასახადისათვის თავის არიდება, როგორც დანაშაული და პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკულ-სამართლებრივი ასპექტები1.07 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

242
checked on Apr 26, 2024

Download(s)

3,200
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.