Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/935
Title: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საპროცესო-სამართლებრივი გარანტიები
Authors: ბეჟუაშვილი, ნინო 
Advisor: აქუბარდია, ირინა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
სისხლის სამართლის პროცესი
საპროცესო-სამართლებრივი გარანტიები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
თემის აქტუალობა. თემის აქტუალურობას განსაზღვრავს ის, რომ ზოგადად, და
საქართველოშიც, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა სენსიტიურ
თემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, როდესაც ადგილი ჰქონდა
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.
მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რამდენად უზრუნველყოფს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას სისხლის
სამართალწარმოებისას.
მზარდი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, პირადი ცხოვრების დაცვა
თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ფიზიკური პირების
პირად სფეროში ჩარევის აკრძალვა, პირველად გაეროს ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციაში გაიწერა 1948 წელს. დეკლარაციის მე-12 მუხლი
კრძალავს, თვითნებურ ჩარევას პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და
მიმოწერაში, ისევე როგორც პატივისა და რეპუტაციის ხელყოფას. ასეთი ჩარევა
იკრძალება, როგორც ფიზიკური პირების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლებას ეხება ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც
აღიარებს და იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ეს მუხლი
ავალდებულებს სახელმწიფოებს, არა მხოლოდ თავი შეიკავონ ამ უფლებაში
ჩარევისაგან, არამედ აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვან პირადი და
ოჯახური ცხოვრების უფლება.
ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებს განიხილავს
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. სასამართლოსთვის
მიმართვის უფლება აქვთ ინდივიდებს, ინდივიდთა ჯგუფებს, არასამთავრობო
ორგანიზაციებს ან იურიდიული პირებს კონვენციის შესაძლო დარღვევასთან
დაკავშირებით. კონვენციის მერვე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით
სასამართლოს არაერთი საქმე განუხილავს, მათ შორის საქართველოდანაც.
URI: https://openscience.ge/handle/1/935
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro bezhiashvili.pdfპირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საპროცესო-სამართლებრივი გარანტიები1.76 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

145
checked on Apr 26, 2024

Download(s)

2,298
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.