Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ნაკლიანი შესრულების თანმდევი მეორადი მოთხოვნის უფლებათა კონკურენცია და ვალდებულების შესრულებაზე ორიენტირების ხარისხი
 
  • Details

ნაკლიანი შესრულების თანმდევი მეორადი მოთხოვნის უფლებათა კონკურენცია და ვალდებულების შესრულებაზე ორიენტირების ხარისხი

ქართული სამართლისა და ვენის კონვენციის მიხედვით
Date Issued
2019
Author(s)
ხუციშვილი, ანა  
Advisor
ჩიტაშვილი, ნათია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/913
Abstract
როგორც წესი, ხელშეკრულების მხარეებისათვის ხელშეკრულების
დადების ძირითადი მოტივაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შესრულების მიღებაა. სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერი
მონაწილეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლით სწორედ
რეალური შესრულების
მიღებას ესწრაფვიან, თუმცა მათი მოლოდინები
ყოველთვის არ მართლდება.
ზოგჯერ ხელშეკრულების ერთ-ერთი (ან ორივე) მხარე, მეორე მხარის
მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების
„მსხვერპლი“ ხდება და ვერ იღებს იმ შესრულებას, რაც ხელშეკრულების
თანახმად უნდა მიეღო. თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ
დაზარალებული მხარე ვერ შეძლებს საკუთარი დარღვეული უფლებების
აღდგენას. პირიქით, თითქმის ყველა არსებული მართლწესრიგი
ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რომელთა
გამოყენებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში შეუძლია
დაზარალებულ მხარეს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სამართლებრივი დაცვის
საშუალების ძირითადი მიზანია ჩააყენოს დაზარალებული მხარე იმ
სიტუაციაში, რომელშიც იგი იქნებოდა ხელშეკრულება რომ არ
დარღვეულიყო
, შესაძლოა, ზოგიერთი სამართლებრივი დაცვის საშუალებამ,
სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებასთან შედარებით, უკეთ
უზრუნველყოს დაზარალებული მხარის შელახული ინტერესის აღდგენა.
ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ დაზარალებული
მხარის მიერ ამა თუ იმ სამართლებრივი დაცვის საშუალებისთვის მიმართვა,
შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ხელშეკრულების მეორე
მხარეს. ყოველივე აღნიშნული წარმოშობს მეორად მოთხოვნათა შორის
როგორც გამომრიცხავ, ასევე ალტერნატიულ კონკურენციას, ზოგიერთ
შემთხვევაში კი სხვადასხვა მოთხოვნის კუმულაციურად არსებობაცაა
შესაძლებელი.
Subjects

ნაკლიანი შესრულება

მეორადი მოთხოვნის უფლ...

ვალდებულების შესრულებ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro khutsishvili.pdf

Description
ნაკლიანი შესრულების თანმდევი მეორადი მოთხოვნის უფლებათა კონკურენცია და ვალდებულების შესრულებაზე ორიენტირების ხარისხი (ქართული სამართლისა და ვენის კონვენციის მიხედვით)
Size

1.73 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):7cdbdb990a8c1edbb7f0e1e2c4bc090c

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings