Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/9
Title: მოტივაციის კვლევა შედარებით მენეჯმენტში
Authors: კატუკია, ანა 
Keywords: ბიზნეს ადმინისტრირება;შედარებითი მენეჯმენტი
Issue Date: 2016
Abstract: 
სადისერტაციო ნაშრომი შედგება შესავლის,სამი თავისა და დასკვნი- საგან. ნაშრომის შესავალი სტანდარტული შინაარსისაა.
I თავში: განხილულია მოტივაციის არსი და მნიშვნელობა შედარებით მენეჯმენტში
მოტივაცია არის ამა თუ იმ მოქმედების ტიპის შეგნებული შერჩევა, რომელიც განისაზღვრება შიდა და გარე ფაქტორების კომპლექსური ზემოქმედებით. თანამშრომელთათვის კარგად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად მიღებული შედეგის უზრუნველყოფა აერთიანებს მომუშავეთა ინტერესებსა და ორგანიზაციის მიზნებს.გ.რ.ჯონსისა და ჯ. ჯორჯის მიერ შემუშავებულ მოტივაციის განტოლებაში ნათლად ჩანს თანამშრომელთა და ორგანიზაციის მიზნების ერთიანობა მთლიანობაში.
I თავში ორგანიზაციის მართვის პროცესში მოტივაციის მნიშვნელობის თვალსაჩინოებისათვის გამოყოფილია ძირითადი ამოცანები, რომელთა გადაჭრაც შეუძლია სწორად მიმართულ მოტივაციას.
ნაშრომში გადმოცემულია მკვლევართა აზრი, იმის შესახებ, რომ მოტივი გაცნობიერებული შეგულიანებას წარმოადგენს. მოტივაცია განხილულია შედარებითი მენეჯმენტის ჭრილში. მოტივების და მოთხოვნილებათა მრავალფეროვნების საფუძველად კი მიჩნეულია სოციალურ კულტურული გარემო სადაც ყალიბდება ამა თუ იმ ინდივიდის ქცევის ესა თუ ის ტიპი. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ პერსონალის კვალიფიკაციაზე, არამედ არსებული კადრების უნარიან გამოყენებაზე და სწორად მართვაზე. საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით შედარებითი მენეჯმენტის კონტექსტში მოტივაციის სწორად მართვის აუცილებელ პირობად მიჩნეულია თანამშრომელთა პრიორიტეტული მიმართულებების, მოთხოვნილებების, ინტერესების, ამბიციების, ინდივიდუალური და მენტალური თავისებურებების ცოდნა, რათა შესაძლებელი გახდეს მათი, პროფესიონალური მახასიათებლების, კომუნიკაციის უნარის, შესაძლებლობების და სამუშაოს ეფექტური მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა რეზერვის მაქსიმალური აქტივაცია. ასევე, სწორი მოტივაციის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის შედარებით მენეჯმენტში კროს კულტურული ურთიერთობების ფარგლებში, აქცენტი გაკეთებულია მოთხოვნილებათა ხასიათის, ინტენსიურობის და სურვილების იმპულსურობის ნაციონალურ ხასიათზე.

The thesis consists of an introduction, three chapters and a conclusion. The plot of the thesis introduction is characterized as common content.
I Chapter deals with the essence of motivation and its significance in comparative management.
Motivation is a deliberate selection of certain type of action which is determined according to the complex impact of internal and external aspects. Providing staff with results obtained from proper work unites employees’ interests and the targets of an organization. The equation elaborated by G.R. Johns and J. George highlights the overall unity of targets of staff and an organization; pg-28.
In order to visualize the significance of motivation main tasks are highlighted which can be solved by means of proper motivation; pg-29.
Researchers’ opinion concerning a motive being a purposeful encouragement is also touched upon in the thesis. Motivation is discussed within the framework of Comparative Management. The basis of motive and demand variety is considered the social-cultural environment in which an individual’s specific type of behavior is formed. The following point is also emphasized: a successful activity of any organization is dependent not only on staff qualification but also efficient application of the existing personnel and its proper management. According to international researches, an essential condition for proper management of motivation is considered taking staff priorities, requirements, interests, ambitions, individual and mental characteristics into consideration within comparative management. It will serve to fully activate staff professional characteristics, skill and ability of communication and other necessary aspects for efficient work. In addition, in order proper motivation to be planned and implemented in Comparative Management within the framework of cross- cultural relations, the types of demands, national characteristics of intensity and impulsiveness of wishes are highlighted.
URI: https://openscience.ge/handle/1/9
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
B-ანა კატუკია დისერტაცი%.pdfმოტივაციის კვლევა შედარებით მენეჯმენტში1.71 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 10

76
checked on Jul 22, 2019

Download(s) 10

262
checked on Jul 22, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.