Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/882
Title: უფლებამოსილების გარეშე მოქმედი წარმომადგენელი და მესამე პირთა დაცვა
Authors: პაპიძე, ხატია 
Advisor: რუსიაშვილი, გიორგი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: უფლებამოსილება
მესამე პირთა დაცვა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ეკონომიკურ სისტემაში წარმომადგენლობა შრომის დანაწილების ერთ-ერთი
ეფექტური სამართლებრივი მექანიზმია,
რომლის გარეშეც თანამედროვე მსოფლიო
მზარდ ეკონომიკურ პირობებში უბრალოდ წარმოუდგენელია. ბიზნესისა და
სავაჭრო ურთიერთობების განვითარებამ წარმოშვა მუშახელისა და დამხმარე პირთა
საჭიროება. ერთი მხრივ, ვერავინ იქნება მრავალ ადგილზე ერთდროულად, მეორე
მხრივ კი ბიზნესისა და თანამედროვე სამყაროს მოთხოვნაა იყო ერთი, მაგრამ
იმყოფებოდე ბევრგან. წარმომადგენლობა სწორედ ის სამართლებრივი ფიგურაა,
რომელიც ქმნის ამგვარ შესაძლებლობას. ამიტომ, ის თანაბრად მნიშვნელოვანი და
საჭირო გახდა ყველა მართლწესრიგისათვის. მიუხედავად იმისა, რომ
წარმომადგენლობის გამოჩენა უკვე სამ საუკუნეს ითვლის და მისი ჩანასახები
რომის სამართლის წიაღშიც გვხვდება, სხვა ინსტიტუტებთან შედარებით
სამართლებრივი სამყაროსთვის იგი მაინც ახალი მონაპოვარია.
1
2

წარმომადგენლობის სამართალი ნაკრებია, როგორც სახელშეკრულებო ისე
დელიქტური სამართლის პრინციპებისა და, ხშირ შემთხვევაში, ავლენს როგორც
ერთის, ისე მეორის ნიშან-თვისებებს. იგი თავის თავში აერთიანებს ორი
ურთიერთობის სხვადასხვა მხარეს და ქმნის სამმხრივ ურთიერთობათა
ლაბირინთებს. სწორედ ამიტომ, წარმომადგენლობის სამართალში ძირითადი
პრობლემა მის მონაწილეთა ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეხება,
ვინაიდან თითოეულ მხარეს დაცვის ღირსი ინტერესი აქვს.
ამ ინსტიტუტის
მომწესრიგებელი ნორმების მთავარი არეალი შეეხება წარმომადგენელსა და
წარმოდგენილს შორის ურთიერთობასა და კონტროლის სფეროებს, მესამე პირის
ნდობას, წარმოდგენილი პირისა და წარმომადგენლის პასუხისმგებლობასა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამოუკიდებლობას.
3
დასახელებული
პრობლემები წარმომადგენლობის ინსტიტუტის შესწავლას სამართლის დოგმატიკის
კუთხით განსაკუთრებით მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.
URI: https://openscience.ge/handle/1/882
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro papidze.pdfუფლებამოსილების გარეშე მოქმედი წარმომადგენელი და მესამე პირთა დაცვა1.29 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

120
checked on Apr 19, 2024

Download(s)

1,841
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.