Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. კარტელურ გარიგებათა განსაზღვრა-მოწესრიგების შედარებითი ანალიზი ევროკავშირისა და ქართული სამართლის მიხედვით
 
  • Details

კარტელურ გარიგებათა განსაზღვრა-მოწესრიგების შედარებითი ანალიზი ევროკავშირისა და ქართული სამართლის მიხედვით

Date Issued
2019
Author(s)
ნოზაძე, სოფიო  
Advisor
ბურდული, ირაკლი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/880
Abstract
მას შემდეგ, რაც საქართველომ საკუთარ არჩევნად ევროპული მიმართულება
განსაზღვრა და დაიწყო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროპასთან
დაახლოების კუთხით, დღის წესრიგში დადგა ქართული კანონმდებლობის
ევროპულთან დაახლოება და რიგი მიმართულებების ევროპულ სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანა. 2008 წლის ომის მოვლენების შემდგომ, აღნიშნული
პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდა, ხოლო ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ხელი
შეუწყო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმებაზე მოლაპარაკებათა დაწყებას, ქართულ მხარესა და ევროკავშირს
შორის.
აღნიშნული შეთანხმება 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული
ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და იგი ჩვენი ქვეყნისათვის
მნიშვნელოვან ეკონომიკურ დებულებებს მოიცავს. ასე მაგალითად, მასში
თავმოყრილი დებულებები საქართველოს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად
მიიღოს და ისარგებლოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი,
მათ შორის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი
გადაადგილების უფლებით.
1
საქმე იმაშია, რომ იქამდე, სანამ ქართულ მხარესთან
ევროკავშირი უშუალოდ გააფორმებდა ასოცირების შესახებ შეთანხმებას,
მოსამზადებელ პერიოდში, დღის წესრიგში დადგა ევროკავშირის კომისიის მიერ,
შეთანხმების გაფორმებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვლევა და
ამდენად, საქართველოს მხრიდან მზაობის საკითხის შეფასება. კომისიის წინაშე
დასმული ათი შესაფასებელი საკითხიდან, კომისიამ გამოსცა რეკომენდაციები მათ
შორის ოთხი საკითხის მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ, რომელთა შორის
განსაკუთრებით აღინიშნა კონკურენციის კანონმდებლობის დახვეწისა და
კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების
მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხში. ამ დღიდან
მოყოლებული საქართველოს მხარე ცდილობს აღნიშნული მიმართულების
დახვეწასა და მოწესრიგებას, რისთვისაც უკანასკნელ წლებში გატარდა კიდეც
მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმები.
Subjects

კარტელური გარიგება

განსაზღვრა-მოწესრიგებ...

ევროკავშირის სამაქრთა...

ქართული სამართალი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro nozadze.pdf

Description
კარტელურ გარიგებათა განსაზღვრა-მოწესრიგების შედარებითი ანალიზი ევროკავშირისა და ქართული სამართლის მიხედვით
Size

1.64 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):88ec6695cce6864162ccd0ebbc517359

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings