Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/879
Title: ხელშეკრულების შეწყვეტის და ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი წინპირობები და შედეგები
Authors: ახალკაცი, ქეთი 
Advisor: ზამბახიძე, თამარი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: ხელშეკრულების შეწყვეტა
ხელშეკრულებიდან გასვლა
სამართლებრივი წინპირობები და შედეგები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ნაშრომის აქტუალობა: ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების მოშლის
ინსტიტუტები საფუძვლიან მეცნიერულ ანალიზს საჭიროებენ. აუცილებელია ამ
ინსტიტუტთა თეორიული საფუძვლებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების
გამოცდილების გაანალიზება, მათ შორის უცხო სახელმწიფოთა სამართლისა და
სამართლის გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
აღნიშნული აუცილებელია იმ კუთხით, რომ კანონმდებელს საკითხთან დაკავშირებით
უკეთესი წარმოდგენა შეექმნას, რაც ხშირ შემთხვევაში სამართალმცოდნეობასა და მის
შემეცნებაზეა დამოკიდებული, კანონმდებელი კი ვალდებულია იმოქმედოს, სსკ-ში
არსებული, წმინდა ტერმინოლოგიური ხარვეზების აღმოფხვრისათვის. ამ
თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა პასუხგასაცემი: სახელშეკრულებო
სამართლის ცნებები: ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა
სინონიმურია, თუ ისინი სხვადასხვა სამართლებრივ კატეგორიას გამოხატავენ.
წინამდებარე ნაშრომის მიზანი და ამოცანაა ხელშეკრულების შეწყვეტისა და
ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტების გაანალიზება და მათი მსგავსება–
განსხვავებების წარმოჩენა. ქართულ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში არსებული
ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოშლის რეგულირების დროს არსებული ხარვეზების
განხილვა. განხილული თემების უცხოური კანონმდებლობასთან შედარება და
აღნიშნული ინსტიტუტების ანალიზი. განხილული იქნება ხელშეკრულებიდან
გასვლის, ხელშეკრულების მოშლის, შეწყვეტის და ხელშეკრულბაზე უარის თქმის
ტერმინოლოგიური განმარტებები, სამართლებრივი შინაარსი და პრაქტიკისა და
ლიტერატურის შედარების საფუძველზე გაანალიზებული იქნება მათი სამართლებრივი
წინაპირობები და შედეგები.
კვლევის ობიექტი და საგანი ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების
მოშლის ინსტიტუტების დახასიათებაა, მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან, ხარვეზიანი
მუხლების სწორი ინტერპრეტაცია, სასამართლო გადაწყვეტილებების შეფასება და
რეკომენდაციების მიცემაა კანონმდებლებისათვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/879
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro akhalkatsi.pdfხელშეკრულების შეწყვეტის და ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი წინპირობები და შედეგები1.25 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

183
checked on Apr 26, 2024

Download(s)

5,475
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.