Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თავისებურებები
 
  • Details

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თავისებურებები

Date Issued
2019
Author(s)
ბროლაძე, ანა  
Advisor
რუსიაშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/873
Abstract
დელიქტური სამართალი სამართლის მეცნიერების ერთ-ერთი
ცენტრალური ნაწილია. იგი უზრუნველყოფს იმ ზიანის აღმოფხვრას, რომელიც
პირმა სხვა პირს მიაყენა. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ბრუნვის
სტაბილურობასა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების
დაბალანსებას უზრუნველყოფს. სამართლის ზოგადი პრინციპებიდან
გამომდინარე, როგორც წესი, დელიქტური სამართლის საფუძველზე პირის
პასუხისმგებლობის საფუძველი ბრალეული ქმედებაა, თუმცა არსებობს
შემთხვევები, როდესაც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი და ბრალეული
ქმედების განმახორციელებელი პირი ერთმანეთს არ ემთხვევა. მითითებულ
შემთხვევათა რიგს მიეკუთვნება დასაქმებულის, მუშაკის მიერ მიყენებულ
ზიანზე პასუხისმგებელ პირად დამსაქმებლის განსაზღვრა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე საკმაოდ
მაღალია, მაინც შთამბეჭდავია დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ დელიქტური მოთხოვნებიდან
გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავათა დიდ ნაწილში
ზიანის მიმყენებელ პირად დასაქმებული პირი იყოს წარმოდგენილი, რომელმაც
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიაყენა ზიანი მესამე პირს.
ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლით
მოწესრიგებული ურთიერთობის საფუძვლიანი გაანალიზება და პრაქტიკაში
მისი სწორად გამოყენება.
ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ძალზე მწირია სსკ-ის 997-ე მუხლის
გამოყენების მაგალითები. არის ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის
შემთხვევებიც. მითითებული თემის დამუშავების სიუხვით არც ქართული
სამეცნიერო ლიტერატურა გამოირჩევა. ამდენად, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თავისებურებების განხილვა
მნიშვნელოვანია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
Subjects

სამსახურებრივი მოვალე...

ზიანი

ანაზღაურების თავისებუ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro broladze.pdf

Description
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თავისებურებები
Size

1.54 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):6dce12b63c24423821be41f289a794f1

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings