გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/870
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.contributor.advisorრუსიაშვილი, გიორგიka
dc.contributor.authorჩიღოშვილი, გელაka
dc.date.accessioned2019-12-03T07:38:40Z-
dc.date.available2019-12-03T07:38:40Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/870-
dc.description.abstractწინამდებარე ნაშრომი შეეხება სანივთო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს, პირობადებულ საკუთრებას, რომელიც თავისი არსიდან და სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კერძო სამართლის სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას შეთანხმდნენ საკუთრების უფლების გადასვლის სპეციალურ წესზე, რაც გულისხმობს საკუთრების გადასვლას შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იურიდიულ ლიტერატურაში მას საკუთრების გადასვლის წესიდან გამონაკლის საშუალებად მიიჩნევენ, რომლის დროსაც საკუთრება მყიდველზე გადადის მხოლოდ პირობის დადგომის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ პირობადებული საკუთრება თავისი არსისა და კონსტრუქციის გათვალისწინებით, წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის პირობებშიც, გამყიდველი ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდამდე საკუთრების შენარჩუნებით ახდენს თავისი მოთხოვნის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ მას ევროპის კომერციულ ბაზარზე აქტიურად იყენებენ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რამაც განაპირობა პრაქტიკაში მისი მრავალი ვარიაცების შემუშავება. მიუხედავად ამისა, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში აღნიშნულ საკითხზე მეტად მწირე სამეცნიერო ნაშრომები მოიძებნება, ამასთან, არც სასამართლო პრაქტიკაა ამ კუთხით მდიდარი. გარდა ამისა, ლიტერატურაში სათანადო ყურადღება არ აქვს დათმობილი პირობადებული მესაკუთრის უფლებებს და უპირატესად განხილულია პირობადებული გამყიდველის უფლებრივი მდგომარეობა. ამდენად, კვლევის მიზანს წარმოადგენს პირობადებული საკუთრების, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, სიღრმისეული და დეტალური განხილვა. ამასთან, წინამდებარე ნაშრომის მიზანია, წარმოჩენილ იქნეს პირობადებული საკუთრების თავისებურებანი, მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა და მისი უპირატესობა უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან. პრობლემის გამოკვეთასთან ერთად წარმოდგენილია მისი გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectპირობადებული საკუთრებაka
dc.titleპირობადებული საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.fulltextWith Fulltext-
item.grantfulltextopen-
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chighoshvili.pdfპირობადებული საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება1.71 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
მარტივი ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

571
checked on May 21, 2024

გადმოწერა

1,081
checked on May 21, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.