Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/85
Title: საერთაშორისო კომპანიების შერწყმისა და შთანთქმის თანამედროვე ფორმები
Modern Forms of Merge and Acquisition of International Companies (Zurabi Mnatsakanovi)
Authors: მნაცაკანოვი, ზურაბ 
Mnatsakanovi, Zurab 
Keywords: ბიზნესის მენეჯმენტი;საერთაშორისო კომპანიები
Issue Date: 2018
Abstract: 
ნაშრომის განხილვის პერიოდში ჩვენ შევეხეთ შერწყმისა და შთანთქმის თეორიულ ასპექტებს, გავერკვიეთ შერწყმისა და შთანთქმის მნიშვნელობაში და განვიხილეთ ამ ცნებების განმარტება სხვადასხვა ავტორების მიერ. ასევე გავეცანით შერწყმა-შესყიდვის მთავარ მოტივებს, ანუ იმას თუ რა ამოძრავებთ კომპანიებს აღნიშნული გარიგებების განხორციელებას. შევისწავლეთ სინერგიის არსი და მისი მნიშვნელობა, ასევე გავაანალიზეთ ის ეფექტი, რომელსაც სინერგია ქმნის. ამ ყველაფერთან ერთად განვიხილეთ M&A ბაზრის განვითარების ისტორიული ეტაპები, დეტალურად შევეხეთ განვითარების იმ 7 ტალღას, რომელმაც განვლო შერწყმისა და შთანთქმის ბაზარმა.
ნაშრომის მეორე თავში დეტალურად განვმარტეთ კორპორაციების შერწყმისა და შთანთქმის თანამედროვე ფორმები. კერძოდ, ვისაუბრეთ შერწყმისა და შთანთქმის სახეებზე, მოვახდინეთ ბაზრის კლასიფიკაცია გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით, გავეცანით კომპანიის დამოკიდებულებას შერწყმისადმი. საკითხის უკეთ გასაცნობად ნაშრომი გამყარებულია არა ერთი მაგალითით.
ნაშრომის მესამე თავში ჩვენ განვიხილეთ შერწყმისა და შთანთქმის მსოფლიო ბაზრის განვითარების ტენდენციები. ამ თავში ჩატარებულია შერწყმისა და შთანთქმის ბაზრის განვითარების სტატისტიკური ანალიზი და მოყვანილია მონაცემები შესაბამისი წლების მიხედვით. განვიხილეთ და გავაანალიზეთ ყველა რეგიონში შერწყმისა და შთანთქმის მთლიანი ღირებულება წლების მიხედვით და ასევე გამოვყეთ ის სექტორები, რომლებიც გამოირჩევიან კომპანიების მხრიდან დიდი აქტიურობით. მოყვანილია არაერთი მაგალითი იმ კომპანიებისა, რომლებმაც განახორციელეს ეს უმსხვილესი გარიგებები.

During discussing the labor, we touched the theoretical aspects of merger and acquisition, ascertained the significance of merge and acquisitions and discussed the definitions of these concepts of different authors. Also acquainted the main motives of merge-procurement, what put in motion the companies to realize these arrangements. Learned the essence and meaning of synergy, also analyzed the effect which creates the synergy. With all these, we discussed the historical stages of M&A market development, will touch in details those 7 waves that the merge and absorption market had passed.
In the second part of the labor we defined in details the modern forms of merge and acquisition. Particularly, discussed the types of merge and absorption, classified the market according to the geographical sign, acquainted the dependence of the company towards the merge. The issue is reinforced through many examples of merge-purchase to understand the issue better.
In the third part of the labor we discussed the worldwide market development tendency of merge and absorption. In this part is conducted static analysis of development the market of merge and acquisition and is cited the data with corresponding years. Is discussed and analyzed the whole cost of merge and absorption in all regions according to the years and also is singled out those sections which are chosen from the companies with big activity. Are cited many examples of the companies which conducted enormous arrangements.
URI: https://openscience.ge/handle/1/85
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Zurab Mnacakanovi.pdfსაერთაშორისო კომპანიების შერწყმისა და შთანთქმის თანამედროვე ფორმები1.46 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 50

49
checked on Nov 25, 2019

Download(s) 50

178
checked on Nov 25, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.