Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/836
Title: უმაღლესი განათლების მასიფიკაცია და სპეციალობით დასაქმების დონე საქართველოში
Other Titles: საბაკალავრო საფეხური
Authors: ბაქრაძე, თამარ 
Advisor: სამნიაშვილი, ლელა 
Degree Name: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
Degree Discipline: განათლების მეცნიერებები / Education Sciences
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: უმაღლესი განათლება
მასიფიკაცია
სპეციალობით დასაქმება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The work discusses massification of higher education and the employment rate by
specialisation.
The actuality of the topic lies in the fact that massification of higher education, in terms of
employment by specialisation, has never been studied in Georgia. The main objective of higher
education is to enable students acquire transferable skills, which ensures their employment in
the marketplace. It is of considerable interest, in the condition of massification, how
universities support students in securing jobs and whether they are employed. Moreover, we do
not have much of scientific literature in the Georgian language about the massification of
higher education, about its history, its positive features and drawbacks, whilst worldwide
hundreds of works are being written about this topic. Massification of higher education has a
tremendous impact on universities as well as graduates’ employment. For this reason, we
believe this topic is actual and our research will be a novelty since It will find out the rate of
graduates’ employment. (It should be noted that every authorised university has conducted
such research, however their findings are not public.)
The subject of the study is massification of higher education and employment by
specialisation. The object of the research is employment and employment by specialisation.
Therefore, the goal of the research is enquiring the graduates about their employment status.)

ნაშრომში განხილულია უმაღლესი განათლების მასიფიკაცია საქართველოში და ამ
პროცესის ფონზე სპეციალობით დასაქმების დონე.
თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საქართველოში უმაღლესი
განათლების მასიფიკაცია, სპეციალობით დასაქმების კონტექსტში არავის
გამოუკვლევია. საინტერესოა, მასიფიკაციის პირობებში უნივერსიტეტები რამდენად
უწყობენ ხელს კურსდამთავრებულებს, რომ დასაქმდნენ და რამდენად არიან ისინი
სპეციალობის შესაბამისად დასაქმებულნი. ქართულ ენაზე თითქმის არ მოგვეპოვება
ლიტერატურა, რომელიც ინფორმაციას მოგვაწვდის უმაღლესი განათლების
მასიფიკაციის, მისი ისტორიის, დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. მაშინ
როცა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ასობით ნაშრომი იწერება მოცემული საკითხის
შესახებ. უმაღლესი განათლების მასიფიკაციას დიდი გავლენა აქვს როგორც
უნივერსიტეტის საქმიანობაზე, ასევე კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. აქედან
გამომდინარე, ვფიქრობთ რომ საკითხი აქტუალურია და ჩვენს მიერ ჩატარებული
კვლევა სიახლე იქნება, რადგან დაადგენს მასიფიკაციის პირობებში რამდენად არიან
კურსდამთავრებულები დასაქმებულნი ზოგადად და დასაქმებულნი სპეციალობის
შესაბამისად. (აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი კვლევები ჩატარებული აქვს ყველა
ავტორიზებულ უნივერსიტეტს, თუმცა მონაცემებს არ ასაჯაროებენ, რაც ეჭვქვეშ
აყენებს მათი კვლევის სანდოობას.)
მოცემული ნაშრომის კვლევის საგანია უმაღლესი განათლების მასიფიკაციის და
სპეციალობით დასაქმების ფენომენი, ხოლო კვლევის ობიექტი - მასიფიკაციის
პროცესში ზოგადად დასაქმება და სპეციალობით დასაქმება, აქედან გამომდინარე
კვლევის მიზანია ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა ბაკალავრიატის
სპეციალობით დასაქმების შესწავლა.
URI: https://openscience.ge/handle/1/836
Appears in Collections:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro bakradze.pdfუმაღლესი განათლების მასიფიკაცია და სპეციალობით დასაქმების დონე საქართველოში479.56 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

287
checked on May 2, 2024

Download(s)

1,169
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.